Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • რეკლამა

20 იანვარი – სისხლით დაწერილი აზერბაიჯანელი ხალხის ისტორია

აჭარა თაიმსი იანვარი 20, 2026
Picture1

1980-იანი წლების ბოლოს სსრკ-ში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურმა პროცესებმა, იმპერიის დასუსტებამ და ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის გაძლიერებამ დააჩქარა ეროვნული გამოღვიძების მოძრაობა აზერბაიჯანში. სომხეთის ტერიტორიულმა პრეტენზიებმა აზერბაიჯანის მიმართ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დაწყებამ და ცენტრალური მთავრობის მიკერძოებულმა პოზიციამ კიდევ უფრო გაზარდა ხალხის უკმაყოფილება. ბაქოსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში მასობრივი მიტინგები თავისუფლების, სუვერენიტეტისა და სამართლიანობის მოთხოვნებით იყო გაჟღერებული. თუმცა, საბჭოთა ხელმძღვანელობამ ამ ლეგიტიმურ მოთხოვნებს სამხედრო ძალის გამოყენებით უპასუხა.

საბოლოოდ, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, მიხეილ გორბაჩოვის, სსრკ-ის თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებით, 19-20 იანვრის ღამეს,  დანაყოფებმა ბაქოსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ათასობით საბჭოთა ჯარისკაცი, ტანკი და ჯავშანტექნიკა განალაგეს. ქალაქში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მძიმე შეიარაღება გამოიყენეს. ბაქოსა და აზერბაიჯანის რეგიონებში საბჭოთა არმიის ჯარების უკანონო შესვლის შედეგად, 131 ადამიანი დაიღუპა, 400 დააკავეს, 744 დაშავდა, ხოლო 4 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. დაღუპულთა შორის იყვნენ ქალები, ბავშვები და მოხუცები, საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და პოლიციის თანამშრომლები. სამხედროების მიერ ცეცხლგამჩენი ტყვიებით გახსნილი ცეცხლის შედეგად, განადგურდა 200 სახლი და ბინა, 80 მსუბუქი ავტომობილი, მათ შორის სასწრაფო დახმარების მანქანები, ასევე სახელმწიფო და კერძო ქონება.

20 იანვრის მოვლენების პირველი ობიექტური და პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება ეროვნულმა ლიდერმა ჰეიდარ ალიევმა მისცა. 1990 წლის 21 იანვარს მოსკოვში აზერბაიჯანის მუდმივ წარმომადგენლობაში გამოსვლისას ჰეიდარ ალიევმა ეს სისხლიანი ოპერაცია სსრკ-ის ხელმძღვანელობის დანაშაულად უწოდა.

1994 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისმა 20 იანვრის მოვლენებს ოფიციალური პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება მისცა და ეს ტრაგედია კაცობრიობის წინააღმდეგ მძიმე დანაშაულად აღიარეს.

20 იანვარი არა მხოლოდ დიდი ტრაგედიაა, არამედ აზერბაიჯანელი ხალხის ურყევი ნების მაჩვენებელიც. იმ ღამეს დაღვრილმა სისხლმა ვერ ჩაახშო ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვა, პირიქით, კიდევ უფრო გააძლიერა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა.

სწორედ 20 იანვრის ტრაგედიის შემდეგ მიიღო აზერბაიჯანულ საზოგადოებაში დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის იდეამ შეუქცევადი ხასიათი. ეს მოვლენა გახდა 1991 წელს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისკენ მიმავალი გზის დასაწყისი.

დღეს, 20 იანვრის მოწამეები მოწამეთა ხეივანში განისვენებენ. ყოველწლიურად, 20 იანვარს, ათასობით ადამიანი სტუმრობს ხეივანს და პატივს მიაგებს მოწამეთა ხსოვნას. ეროვნული დროშები დაშვებულია და ქვეყანა ეროვნულ გლოვას განიცდის.

Post navigation

Previous: რუსეთი ბათუმის მიმართულებით აზოვის ზღვის საკრუიზო მარშრუტის აღდგენას განიხილავს
Next: სახალხო დამცველმა აქციების შემზღუდავი კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

IMG_0995
  • რეკლამა

კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია

აჭარა თაიმსი ივნისი 17, 2026
IMG_0959
  • რეკლამა

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

აჭარა თაიმსი ივნისი 17, 2026
Picture1
  • რეკლამა

მეტასტაზების მკურნალობა Gamma Knife ტექნოლოგიით „ავერსის კლინიკა“-ში

აჭარა თაიმსი ივნისი 15, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

ივნისი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 24, 2026
თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა cixe_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

ივნისი 24, 2026
თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო

ივნისი 24, 2026
53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ივნისი 24, 2026
„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო

ივნისი 24, 2026
ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

ივნისი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 24, 2026
თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა cixe_AJARATIMES.GE 3
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

ივნისი 24, 2026
თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო

ივნისი 24, 2026
53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ივნისი 24, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.