Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

გეგა განიძე ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილებას „უმეცრებასა და უგუნურებას“ უწოდებს და პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს

აჭარა თაიმსი თებერვალი 11, 2026
teatri_ajaratimes.ge

ბათუმის დრამატულ თეატრში დაგეგმილი სპექტაკლის გარშემო შექმნილ ვითარებას რეჟისორი გეგა განიძე სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, თეატრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება „გამოწვეულია უმეცრებითა და უგუნურებით“ და პასუხისმგებლობა ადმინისტრაციასთან ერთად სამხატვრო საბჭოსაც ეკისრება.

„დრო-ჟამი ამას გვიქადის… რა გითხრათ? რით გაგახაროთ?” – წერს რეჟისორი და აღნიშნავს, რომ „ასე ხდება მაშინ, როცა საჯარო თანამდებობაზე ხელდასხმული ადამიანი პასუხისმგებელია მის ხელდამსხმელთან და არა საზოგადოების წინაშე“.

განიძის თქმით, გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე თეატრის დირექტორმა შეატყობინა, რომ „მაღლა“ ზარი იყო შესული და თუ სპექტაკლში პოლიტიკური ნარატივი დარჩებოდა, პრემიერა ვერ შედგებოდა.

„იმ ერთ ცხოვრებას რა ვუთხარი, ჩემს შემოქმედებაში ვინმეს მაამებლად რაიმეს ვიტყვი, ან რაიმეზე დავდუმდები“, – წერს რეჟისორი.

მისივე განცხადებით, ადმინისტრაციასთან ერთად „თანაბრად პასუხისმგებელია თეატრის სამხატვრო საბჭო“, მათ შორის ის წევრები, „რომლებიც მხოლოდ საზოგადოების რეაქციის შემდეგ აღშფოთდნენ და გაემიჯნენ თეატრის ადმინისტრაციის განცხადებას. ამას ფლიდობა ეწოდება“.

რეჟისორი ასევე აღნიშნავს: „მე მართალი ვარ შემოქმედებით ჯგუფთან, რომელთან ერთადაც 2 თვეზე მეტი ვიშრომე! მართალი ვარ თეატრის წინაშე. მართალი ვარ ბათუმელებთან; გათენებულ ღამეებთან, საკუთარ პროფესიასთან; საკუთარ სინდისთან და სამოქალაქო პოზიციასთან“.

განიძე მადლობას უხდის სპექტაკლის შემოქმედებით და ტექნიკურ ჯგუფს -მსახიობებს, მუსიკისა და სცენოგრაფიის ავტორებს, ასევე თეატრის თანამშრომლებს – და აცხადებს: „არსად არ მივდივარ. არც პოლიტიკური თავშესაფარი მჭირდება, არც ‘რეპრესირებული ხელოვანის’ სტატუსი. ვრჩები ჩემს სამშობლოში და ვაგრძელებ ჩემი საყვარელი საქმის კეთებას“.

ცნობისთვის, ბათუმის დრამატულ თეატრში დაგეგმილი სპექტაკლი „DARK WEB“ არ გაიმართება. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, პრემიერა, რომელიც 7–8 თებერვალს იყო ჩანიშნული, გაუქმდა.

თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საპრემიერო ჩვენებამდე ორი დღით ადრე ადმინისტრაციისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სპექტაკლის რეჟისორი თეატრის დიდ სცენაზე სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას გეგმავდა.

თეატრის პოზიცია ვრცლად

Post navigation

Previous: გასროლა ბათუმში, დაჭრილია 1 პირი
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულაბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

medroshe, zurab chavchanidze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

საპროცესო შეთანხმების მოთხოვნის მიუხედავად, ზურაბ ჭავჭანიძეს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

აჭარა თაიმსი ივნისი 22, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერია ბიუჯეტის ფულით სამანქანე გზას შუახევის მერის მეუღლის მიწის ნაკვეთამდე აკეთებს

სულხან მესხიძე ივნისი 19, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

აჭარა თაიმსი ივნისი 18, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს mikheil saakashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს

ივნისი 23, 2026
მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება

ივნისი 23, 2026
მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს martvis mowmoba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს

ივნისი 23, 2026
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია zurab karchava_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია

ივნისი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 22, 2026
უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს mikheil saakashvili_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს

ივნისი 23, 2026
მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება mezgvaurebi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება

ივნისი 23, 2026
მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს martvis mowmoba_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს

ივნისი 23, 2026
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია zurab karchava_AJARATIMES.GE 4
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია

ივნისი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 23, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.