„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ რეგულარული სეზონი გამარჯვებით და სატურნირო ცხრილის ლიდერის სტატუსით დაასრულა. დიდი 10-ის ფინალურ, მე-18 ტურში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა 26:24 დაამარცხა „ქუთაისის აია“.
შეხვედრა დაძაბული აღმოჩნდა. მატჩის პირველი ნახევარი 7:12 „ქუთაისელებმა“ მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმში „რკ ბათუმის“ მორაგბეებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს და მეორე ნახევარი 19:12 მოიგეს.
„ბათუმის“ მხრიდან ორი ლელო ბუბა ნოზაძემ გაიტანა, თითო-თითო ლელო კი ჯინჭველაშვილისა და ხონელიძის ანგარიშზეა.
„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ საქართველოს დიდი 10-ის რეგულარული ჩემპიონატი 66 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა და ფლეი-ოფის ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



