Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ცხვირის ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდნილი პაციენტის ოჯახი კლინიკას დაუდევრობაში ადანაშაულებს

სულხან მესხიძე მარტი 26, 2026
_AJARATIMES.GE

ფოტო: პაციენტის და და მამა

2024 წლის სექტემბერში, მარი ანანიძემ ბათუმში, ხოზრევანიძის კლინიკაში ცხვირის გეგმიური ოპერაცია ჩაიტარა, რომელიც პოლიპების ამოღებას, ხრტილის გასწორებასა და რინოპლასტიკას მოიცავდა. ოპერაციის საწყის ეტაპზე კი ახალგაზრდა ქალი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა და ამ დრომდე რთულ მდგომარეობაში რჩება.

კუზანოვის კლინიკის წარმომადგენლობა ხოზრევანიძის კლინიკაში იყო წარმოდგენილი, სადაც პაციენტებს იღებდნენ.

ოჯახის ინფორმაციით, პაციენტს ოპერაციამდე ყველა საჭირო სამედიცინო კვლევა ჩაუტარდა. მათივე თქმით, ოპერაციამდე სამი დღით ადრე ჩატარებული ანალიზების საფუძველზე, მარი ანანიძე ჯანმრთელად მიიჩნიეს და ქირურგიული ჩარევისთვის მზად იყო.

ანანიძეების თქმით, პაციენტს გული გაუჩერდა, თუმცა მომხდარის შესახებ ოჯახს მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ აცნობეს.

ოპერაციის შემდეგ მარი ანანიძე ხოზრევანიძის კლინიკაში დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. ამის შემდეგ ოჯახმა პაციენტის სტამბოლში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, სადაც მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ იგი სახლში, ოჯახის პირობებში აგრძელებს რეაბილიტაციას.

ოჯახის განცხადებით, რეაბილიტაციის პროცესი მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მოითხოვს. მათივე ინფორმაციით, ხოზრევანიძის კლინიკამ გარკვეული ფინანსური დახმარება გასწია სამედიცინო ხარჯების დასაფარად.

ამ ეტაპზე ანანიძეების ოჯახი კომპენსაციას კუზანოვის კლინიკისგან ითხოვს. მათი მტკიცებით, პაციენტის მძიმე მდგომარეობა ექიმების შესაძლო დაუდევრობის შედეგია.

ოჯახი აღნიშნავს, რომ კლინიკასთან დაკავშირებას არაერთხელ ცდილობდნენ როგორც სატელეფონო კომუნიკაციით, ისე სოციალური ქსელების საშუალებით, თუმცა მათი თქმით, კონტაქტის დამყარება ვერ შეძლეს.

„აჭარა თაიმსი“ საკითხთან დაკავშირებით კუზანოვის კლინიკას დაუკავშირდა, თუმცა ორდღიანი ლოდინის მიუხედავად, სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებმა კომენტარი არ გააკეთეს.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: მცირე ოდენობით კანაფის ფლობისთვის დაწესებული სავალდებულო შეზღუდვები კონსტიტუციურად ცნეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 16, 2026
batumi, qalaqi, shenobebi_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ბათუმის მერიის აუქციონებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებმა „ქართულ ოცნებას“ 1,5 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 15, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მინისტრების მოთხოვნის მიუხედავად, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის უფროსი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს – ჯუმბერ ბოლქვაძე მუშაობას აგრძელებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 12, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს eurokavshiri, eu, qolga, amindi, mtavroba_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს

ოქტომბერი 16, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 16, 2026
2025 წელს საქართველოში საფინანსო სექტორის შემოსავალმა 13.8 მილიარდი ლარი შეადგინა fuli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

2025 წელს საქართველოში საფინანსო სექტორის შემოსავალმა 13.8 მილიარდი ლარი შეადგინა

ოქტომბერი 16, 2026
18 ოქტომბერი – დამოუკიდებლობის აღდგენა: მნიშვნელოვანი ეტაპი აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობის ისტორიაში Picture1
  • რეკლამა

18 ოქტომბერი – დამოუკიდებლობის აღდგენა: მნიშვნელოვანი ეტაპი აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობის ისტორიაში

ოქტომბერი 16, 2026
აჭის მოსახლეობა სოფლისთვის ცალკე მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას ითხოვს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

აჭის მოსახლეობა სოფლისთვის ცალკე მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას ითხოვს

ოქტომბერი 15, 2026
ოპოზიციის ალიანსი 25 ოქტომბერს საპროტესტო კამპანიას იწყებს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციის ალიანსი 25 ოქტომბერს საპროტესტო კამპანიას იწყებს

ოქტომბერი 15, 2026
ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს eurokavshiri, eu, qolga, amindi, mtavroba_AJARATIMES.GE 1
  • უცხოეთი

ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს

ოქტომბერი 16, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 16, 2026
2025 წელს საქართველოში საფინანსო სექტორის შემოსავალმა 13.8 მილიარდი ლარი შეადგინა fuli_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

2025 წელს საქართველოში საფინანსო სექტორის შემოსავალმა 13.8 მილიარდი ლარი შეადგინა

ოქტომბერი 16, 2026
18 ოქტომბერი – დამოუკიდებლობის აღდგენა: მნიშვნელოვანი ეტაპი აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობის ისტორიაში Picture1 4
  • რეკლამა

18 ოქტომბერი – დამოუკიდებლობის აღდგენა: მნიშვნელოვანი ეტაპი აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობის ისტორიაში

ოქტომბერი 16, 2026
აჭის მოსახლეობა სოფლისთვის ცალკე მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას ითხოვს _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

აჭის მოსახლეობა სოფლისთვის ცალკე მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას ითხოვს

ოქტომბერი 15, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.