Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ბათუმი

ბათუმში მიუსაფარი ცხოველების დაცვის მოთხოვნით აქცია გაიმართა

სულხან მესხიძე აპრილი 4, 2026
_AJARATIMES.GE

ფოტო: აჭარა თაიმსი

ბათუმში, ევროპის მოედანზე, მიუსაფარი ცხოველების დაცვის მოთხოვნით მოქალაქეთა აქცია გაიმართა. შეკრებილებმა გააპროტესტეს ცხოველების მიმართ არაჰუმანური და სასტიკი მოპყრობა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში გავრცელებულმა ინფორმაციამ ცხოველების მასობრივი დაჭერისა და სავარაუდო ევთანაზიის შემთხვევების შესახებ საზოგადოებაში განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით, არსებული მიდგომა პრობლემის სისტემურ გადაწყვეტას ვერ უზრუნველყოფს.

პროტესტის მონაწილეები ითხოვენ:

  • მიუსაფარი ცხოველების მასობრივი განადგურების პრაქტიკის შეწყვეტას;
  • სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამების გაფართოებას;
  • მუნიციპალური თავშესაფრების პირობების გაუმჯობესებას;
  • ცხოველთა უფლებების დაცვის მკაცრ კონტროლს;
  • გრძელვადიანი და ჰუმანური სტრატეგიის შემუშავებას.

აქციაზე ერთ-ერთ მოქალაქესა და მონაწილეთა ნაწილს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. მოქალაქე, რომელიც ადგილზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით მივიდა, გარკვეული ჯგუფის უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ ცხოველების მიმართ არაჰუმანური მოპყრობა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია, უფლებადამცველების მიიჩნევენ, რომ პროტესტი აპოლიტიკურია და აქციაზე მსგავსი სიმბოლიკის, მათ შორის დროშების, ადგილი არ იყო.

» საარჩევნო პროგრამები მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვის გარეშე

მოქალაქე თეონა ბერიძე „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მისი პროტესტი „ქართული ოცნების“ პოლიტიკას უკავშირდება და ცხოველთა უფლებების საკითხი ამ კონტექსტში განიხილება.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აქციის ნაწილი ცდილობს პროცესის აპოლიტიკურ ჩარჩოში დატოვებას, ცხოველთა დაცვის საკითხი საერთო პოლიტიკურ გარემოსთან მჭიდროდაა დაკავშირებული.

„მე გაცილებით ადრე დავიწყე პროტესტი, ვიდრე სხვებმა. იმიტომ დავიწყე, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არ მომწონს. ახლა დაემატა კიდევ ცხოველების უფლებები. ვიღაცებს დღემდე ეშინიათ, რომ რაღაც პოლიტიკური კლიშეების მატარებელი უნდა იყოთო და ამ პატარა დროშებმა გააღიზიანა. ამბობენ, რომ ეს არის აპოლიტიკური აქცია და მირჩიეს დროშები არ დამეჭირა. გაღიზიანდნენ დროშების გამო. ზოგადად, უნდა ვიცოდეთ, ევროკავშირი ცხოველების უფლებების დაცვისთვის ისეთ ნაბიჯებს დგამს, რაც საქართველოში ჯერ კიდევ შორს არის. რომელ ცხოველთა უფლებებზე ვსაუბრობთ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ადამიანებიც კი მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა,“ – განაცხადა თეონა ბერიძემ ჩვენთან საუბრისას.

აქვე დაგაინტერესებთ ⇓

  • მიუსაფარი ძაღლები -მბათუმის აქციების ერთგული თანამგზავრები
  • ქალს, რომელიც 150-მდე ძაღლზე ზრუნავს მერიამ თავშესაფრის დემონტაჟი მოსთხოვა
  • „ეტყობა უვიცთა ბანდა დაჯდა და მოილაპარაკეს“ – ბათუმში ცხოველთა უფლებადამცველების აქცია გაიმართა
  • „კუპატას“ სახელობის თავშესაფარი შესაძლოა ჩაქვში აღარ აშენდეს, უცნობია პროექტის დაწყების ვადებიც
  • ოთხფეხა მეგობრები ხელოვნებაში

 

Post navigation

Previous: „კლარას ჰოთ-დოგებით“ ცნობილ ობიექტს აღარ ანგრევენ
Next: „რკ ბათუმი“ დიდი 10-ის ფინალშია

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა

აჭარა თაიმსი აპრილი 30, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აჭარა თაიმსი აპრილი 29, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში ხიდებისა და კომერციული ობიექტების რეაბილიტაცია დაიწყო

სულხან მესხიძე აპრილი 29, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„ს/კ ბათუმმა“ ფლეი-ოფის მესამე შეხვედრა მოიგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„ს/კ ბათუმმა“ ფლეი-ოფის მესამე შეხვედრა მოიგო

მაისი 1, 2026
საკონსტიტუციო სასამართლომ სქესის მიხედვით განსხვავებული საპენსიო ასაკის საკითხზე სარჩელი არ დააკმაყოფილა sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ სქესის მიხედვით განსხვავებული საპენსიო ასაკის საკითხზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

აპრილი 30, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 30, 2026
ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერდა

აპრილი 30, 2026
სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა

აპრილი 30, 2026
საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესის ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესის ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო

აპრილი 30, 2026
„ს/კ ბათუმმა“ ფლეი-ოფის მესამე შეხვედრა მოიგო _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„ს/კ ბათუმმა“ ფლეი-ოფის მესამე შეხვედრა მოიგო

მაისი 1, 2026
საკონსტიტუციო სასამართლომ სქესის მიხედვით განსხვავებული საპენსიო ასაკის საკითხზე სარჩელი არ დააკმაყოფილა sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ სქესის მიხედვით განსხვავებული საპენსიო ასაკის საკითხზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

აპრილი 30, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 30, 2026
ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერდა _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერდა

აპრილი 30, 2026
სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა

აპრილი 30, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.