Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • უცხოეთი

საქართველო OGP-იდან გარიცხეს – ორგანიზაცია მიუთითებს დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამობაზე

აჭარა თაიმსი აპრილი 22, 2026
_AJARATIMES.GE

საქართველო Open Government Partnership-იდან ოფიციალურად გარიცხეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ორგანიზაციის მმართველმა კომიტეტმა მიიღო, მას შემდეგ რაც ქვეყანამ ვერ დააკმაყოფილა პარტნიორობაში დარჩენისთვის აუცილებელი კრიტერიუმები.

პროცესი 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც საქართველოს წევრობა დროებით შეუჩერდა. იმ პერიოდში „ქართულ ოცნებას“ მოუწოდეს, გადაედგა კონკრეტული ნაბიჯები სამოქალაქო სივრცის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვის მიმართულებით. თუმცა, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2026 წლის მარტის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობას აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად გეგმა არ წარუდგენია.

OGP-ის შეფასებით, ქვეყანაში კვლავ ფიქსირდება საკანონმდებლო და ინსტიტუციური შეზღუდვები მედიისა და სამოქალაქო სექტორის საქმიანობაზე. სწორედ ამ გარემოებებმა განაპირობა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთვის პარტნიორობაში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობები აღარ არსებობს.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ OGP ეფუძნება მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობას, რაც ამჟამად საქართველოში ვერ ხერხდება. მისივე თქმით, პირობების გაუმჯობესების შემთხვევაში, ქვეყანას მომავალში ორგანიზაციაში დაბრუნების შესაძლებლობა ექნება.

მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა 5 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით.

მათი შეფასებით, OGP-იდან გარიცხვა ადასტურებს, რომ საქართველო დაშორდა იმ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შესრულებაზეც თავად იღებდა ვალდებულებას. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანამ ამით საერთაშორისო ნდობა და დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობები დაკარგა.

არასამთავრობო სექტორი მიუთითებს ორმაგ სტანდარტზეც. მათი განცხადებით, ერთი მხრივ, ხელისუფლება ამკაცრებს კონტროლს სამოქალაქო საზოგადოების და მედიის დაფინანსებაზე „გამჭვირვალობის“ არგუმენტით, ხოლო მეორე მხრივ, თავად ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით, რაც საბოლოოდ ორგანიზაციიდან გარიცხვით დასრულდა.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს
Next: „დინამო ბათუმი“ „დილასთან“ დამარცხდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

mezgvauri, zgva_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ოჯახი მეხუთე დღეა გაუჩინარებულ მეზღვაურს ეძებს

აჭარა თაიმსი ივნისი 1, 2026
_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

„Astoria Grande“ ბათუმში ბრუნდება – წლის ბოლომდე სოჭიდან 10 კრუიზი იგეგმება

აჭარა თაიმსი მაისი 18, 2026
_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სარფში საწვავის ავზში დამალული 104 კილოგრამი კონტრაბანდული თაფლი აღმოაჩინეს

აჭარა თაიმსი მაისი 17, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა policia_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ივნისი 6, 2026
ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა

ივნისი 6, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს

ივნისი 6, 2026
მოსალოდნელი ამინდის პრიოგნოზი amindi_ajaratimes.ge
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პრიოგნოზი

ივნისი 5, 2026
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება  matarebeli, rkinigzis sadguri_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება 

ივნისი 5, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 5, 2026
ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა policia_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ივნისი 6, 2026
ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა

ივნისი 6, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს

ივნისი 6, 2026
მოსალოდნელი ამინდის პრიოგნოზი amindi_ajaratimes.ge 4
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პრიოგნოზი

ივნისი 5, 2026
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება  matarebeli, rkinigzis sadguri_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება 

ივნისი 5, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.