საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 142-ე კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის ინტრონიზაცია სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა.
ინტრონიზაციის შემდეგ, შიო III ოფიციალურად გახდა საქართველოს მართლმადიდებელი, ავტოკეფალური და სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი.
აღსაყდრების ცერემონიის ფარგლებში ახალ პატრიარქს საპატრიარქო სიმბოლოები – ისტორიული საპატრიარქო მიტრა, ჯვარ-პანაღია, კუნკულ-ბარტყული და კვერთხი გადასცეს. საზეიმო წირვასა და ინტრონიზაციის ცერემონიას სასულიერო პირები, მრევლი და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


