აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველოში სასჯელს ამჟამად აზერბაიჯანის 175 მოქალაქე იხდის. სტატია, როგორც მედია განმარტავს ოფიციალურ სტატისტიკას ეყრდნობა, რაც წინა პერიოდთან შედარებით ზრდას აჩვენებს.
გამოცემის ცნობით, საუბარია სხვადასხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებზე, რომლებიც საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფებიან.
მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საკითხი პერიოდულად ხვდება როგორც დიასპორული ორგანიზაციების, ისე ოფიციალური უწყებების ყურადღების ცენტრში.



