Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმის მერია ბიუჯეტის ფულით სამანქანე გზას შუახევის მერის მეუღლის მიწის ნაკვეთამდე აკეთებს

სულხან მესხიძე ივნისი 19, 2026
_AJARATIMES.GE

ფოტოზე ჩანს ტროტუარზე ფილების აყრის პროცესი, საიდანაც შუახევის მერის ოჯახის კუთვნილ მიწამდე გზა უნდა მივიდეს

დღეს, 19 ივნისს, დილით, ბათუმში, გაგარინის ქუჩაზე მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. ადგილობრივ მოსახლეობას ადგილზე აცნობეს, რომ იგეგმება გენერალ აბაშიძის ქუჩის ერთ-ერთ ჩიხთან დამაკავშირებელი გზის გაყვანა გაგარინის ქუჩის მხრიდან.

ტერიტორია, სადაც ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა სამუშაოების დაწყება გადაწყვიტა, ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, საარქივო დოკუმენტაციის მიხედვით მის ოჯახს ეკუთვნის, თუმცა ტარიელ დიასამიძის თქმით, აღნიშნული ფართობი საჯარო რეესტრში დღემდე ვერ დაირეგისტრირა.

ადგილობრივი მცხოვრები ტარიელ დიასამიძე „აჭარა თაიმსთან“ საუბარისას აცხადებს, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტი მის მამაპაპისეულ ტერიტორიაზე სამუშაოებს ატარებს ისე, რომ საკუთრების უფლების დაცვას ვერ ახერხებს. მისი თქმით, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა საკითხის საჯაროდ, მედიით გაჟღერება.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტერიტორიაზე, სადაც ახლა სამანქანე გზის მოწყობა იგეგმება, მანამდე მხოლოდ სავალფეხო ბილიკი არსებობდა, რომელიც სარეველა ბალახებითაა დაფარული.

„აჭარა თაიმსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალი გზა შუახევის მერის, ომარ ტაკიძის მეუღლის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთამდე, ჭიშკრამდე უნდა მივიდეს.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გაგარინის ქუჩის №38 ა და ბ-ში ხათუნა დუმბაძე 580 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს. აღნიშნულ ტერიტორიასთან მისასვლელი გზა გენერალ აბაშიძის ქუჩის მხრიდან უკვე არსებობს, თუმცა ადგილობრივების ნაწილი ვარაუდობს, რომ მიმდინარეობს ცენტრალურ გზასთან დამატებითი დამაკავშირებელი გზის მოწყობა.

ფოტოზე მონიშნულია შუახევის მერის ოჯახის საკუთრებაში არსებული მიწა, სადაც სამანქანე გზის მიყვანას აპირებენ

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში არ განმარტავენ, ვისი მოთხოვნით მიმდინარეობს სამუშაოები. მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, ადგილზე მყოფი წარმომადგენლებისგან კომენტარის მიღება ვერ მოხერხდა.

თავდაპირველად ადგილობრივებმა გზის გაყვანის პროცესის შეჩერება სცადეს და ტექნიკის მუშაობა დროებით შეწყდა, თუმცა რამდენიმე საათში სამუშაოები განახლდა. ტარიელ დიასამიძე აცხადებს, რომ მას ემუქრებია. ის ითხოვს, საქმით პროკურატურა დაინტერესდეს.

ნახეთ, პირდაპირი ეთერის ჩანაწერი ადგილიდან ⇓

„აჭარა თაიმსი“ შუახევის მერთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა ომარ ტაკიძემ ჩვენს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებას არ უპასუხა.

დაკავშირებული თემები ⇓

რა ქონებას ფლობენ მუნიციპალიტეტების მერები

შუახევის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების დახმარების ბრალდებით დააკავეს

შუახევსა და ქედაში სახელმწიფო ტყეში უკანონო კოტეჯები აღმოაჩინეს

„ქართული ოცნების“ აჭარის საკრებულოებსა და მერიებს კაცები უხელმძღვანელებენ

 

Post navigation

Previous: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

აჭარა თაიმსი ნოემბერი 8, 2026
bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 7, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 7, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 6, 2026
ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.