Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება – ტერმინალის გამტარუნარიანობა 25%-მდე გაიზრდება

აჭარა თაიმსი ივნისი 26, 2026
_AJARATIMES.GE

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანიის ცნობით, ტერმინალის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ აეროპორტის გამტარუნარიანობა 22-25%-ით გაიზრდება.

არსებულ 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობს დაახლოებით 1 000 კვადრატული მეტრი ახალი სივრცე ემატება, რომელიც საოპერაციო და ადმინისტრაციულ ზონებს მოიცავს.

პროექტის ფარგლებში სარეგისტრაციო დახლების რაოდენობა 14-დან 18-მდე იზრდება, რაც რეგისტრაციის პროცესს დააჩქარებს. ასევე ფართოვდება სასაზღვრო კონტროლის ზონა, საპასპორტო შემოწმების ჯიხურების რაოდენობა 5-მდე გაიზრდება, რის შედეგადაც გასასვლელების საერთო რაოდენობა 8-დან 10-მდე მოიმატებს.

კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უკვე დასრულებულია Duty Free ზონის გაფართოება. განახლებული სავაჭრო სივრცე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, სრულად არის შევსებული პროდუქციით და უკვე ემსახურება მგზავრებს.

ტერმინალის მიმდებარე შენობაში 450 კვადრატულ მეტრ ფართობზე დასრულდა ადმინისტრაციული ოფისების რეაბილიტაცია და აღჭურვა. ადმინისტრაციული პერსონალის ახალ სივრცეში გადაყვანის შემდეგ ტერმინალის შიგნით დამატებითი საოპერაციო ფართობი გათავისუფლდება.

ამჟამად მიმდინარეობს გამგზავრების ზონის შესასვლელისა და საპასპორტო კონტროლის სივრცეების გაფართოება. პროექტი ასევე ითვალისწინებს საბარგო კარუსელების დაგრძელებასა და მოდერნიზებას.

აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველა სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება.

Post navigation

Previous: „ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებული კომპანია ანგისაში 103-მეტრიანი კორპუსის აშენებას გეგმავს
Next: ბათუმსა და ხელვაჩაურში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„პუტინი ვარ და ტყავს გაგაძრობთ“ – კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეს მუქარასა და თვალთვალში ადანაშაულებენ

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 2, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა – ტარიფი 1 ლარი გახდა

სულხან მესხიძე ოქტომბერი 1, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ

სულხან მესხიძე ოქტომბერი 1, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„პუტინი ვარ და ტყავს გაგაძრობთ“ – კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეს მუქარასა და თვალთვალში ადანაშაულებენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„პუტინი ვარ და ტყავს გაგაძრობთ“ – კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეს მუქარასა და თვალთვალში ადანაშაულებენ

ოქტომბერი 2, 2026
ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა – ტარიფი 1 ლარი გახდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა – ტარიფი 1 ლარი გახდა

ოქტომბერი 1, 2026
რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ

ოქტომბერი 1, 2026
ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

ოქტომბერი 1, 2026
აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 1, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 1, 2026
„პუტინი ვარ და ტყავს გაგაძრობთ“ – კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეს მუქარასა და თვალთვალში ადანაშაულებენ _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

„პუტინი ვარ და ტყავს გაგაძრობთ“ – კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეს მუქარასა და თვალთვალში ადანაშაულებენ

ოქტომბერი 2, 2026
ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა – ტარიფი 1 ლარი გახდა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა – ტარიფი 1 ლარი გახდა

ოქტომბერი 1, 2026
რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის თქმით, მინისტრები მას სამსახურის დატოვებას აიძულებენ

ოქტომბერი 1, 2026
ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

ოქტომბერი 1, 2026
აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 5
  • ბათუმი

აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 1, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.