შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.



