Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში 17 ოჯახი მამაპაპისეული მიწების დაკარგვაზე საუბრობს – მახოს მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

აჭარა თაიმსი ივლისი 30, 2026
sofeli_AJARATIMES.GE

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოში 17 ოჯახი წლებია იმ პრობლემის მოგვარებას ითხოვს, რომელიც, მათი თქმით, ახალი აზომვითი სამუშაოებისა და მიწების რეგისტრაციის პროცესს უკავშირდება.

ადგილობრივების თქმით, ათწლეულების განმავლობაში მათ სარგებლობაში არსებული მამაპაპისეული მიწები, საკარმიდამო ნაკვეთები, ეზოები და ბოსტნები სახელმწიფო ტყის ფონდს მიაკუთვნეს, რის გამოც ამ მიწების საკუთრებაში რეგისტრაცია ვეღარ შეძლეს.

მოსახლეობა ამბობს, რომ კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა გაიარა, მოამზადეს საკადასტრო ნახაზები, არაერთხელ მიმართეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, იუსტიციის სამინისტროსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს, თუმცა საბოლოოდ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

მათი თქმით, მიწის გარეშე სოფელში ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება და შესაძლოა, იძულებულნი გახდნენ დატოვონ მამაპაპისეული საცხოვრებელი ადგილები.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით სოფელ მახოში მოსახლეობას პარტია „ძლიერი საქართველო“ შეხვდება. პარტიის ინფორმაციით, წარმომადგენლები ადგილზე გაეცნობიან თითოეული ოჯახის მდგომარეობას, მოისმენენ მოსახლეობის პოზიციას და ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადახედოს აღნიშნულ საქმეებს, რათა მოქალაქეებს საკუთარი მიწების დაკანონების შესაძლებლობა მიეცეთ.

„ძლიერი საქართველოს“ შეფასებით, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს სოფლის გაძლიერებასა და მოსახლეობის ადგილზე შენარჩუნებას, ხოლო მსგავსი შემთხვევები ინდივიდუალურად და სამართლიანად უნდა იქნას შესწავლილი.

Post navigation

Previous: ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
Next: აჭარაში გასულ წელთან შედარებით 8 500-ით ნაკლები ვიზიტორი ჩამოვიდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ყალბი დოკუმენტით საზღვრის გადაკვეთის მცდელობისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 16, 2026
_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე 40 ამპულა მედიკამენტის მალულად გადატანის ფაქტი გამოავლინეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 6, 2026
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 4, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მოუვლელი საზოგადოებრივი ტუალეტები ქობულეთში – მოქალაქეების პრეტენზიები და უპასუხო კითხვები tualeti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

მოუვლელი საზოგადოებრივი ტუალეტები ქობულეთში – მოქალაქეების პრეტენზიები და უპასუხო კითხვები

ნოემბერი 17, 2026
მხარეები ბრალდებებისა და მტკიცებულებების საკითხზე ვერ თანხმდებიან – საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მხარეები ბრალდებებისა და მტკიცებულებების საკითხზე ვერ თანხმდებიან – საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 17, 2026
ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ნოემბერი 17, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, eleqtroenergia_AJARATIMES.GE (2)
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 17, 2026
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს emigracia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

ნოემბერი 17, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი სამი პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი სამი პირი დააკავეს

ნოემბერი 17, 2026
მოუვლელი საზოგადოებრივი ტუალეტები ქობულეთში – მოქალაქეების პრეტენზიები და უპასუხო კითხვები tualeti_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

მოუვლელი საზოგადოებრივი ტუალეტები ქობულეთში – მოქალაქეების პრეტენზიები და უპასუხო კითხვები

ნოემბერი 17, 2026
მხარეები ბრალდებებისა და მტკიცებულებების საკითხზე ვერ თანხმდებიან – საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

მხარეები ბრალდებებისა და მტკიცებულებების საკითხზე ვერ თანხმდებიან – საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 17, 2026
ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს _AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ნოემბერი 17, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, eleqtroenergia_AJARATIMES.GE (2) 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 17, 2026
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს emigracia_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

ნოემბერი 17, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.