Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის

აჭარა თაიმსი აგვისტო 13, 2026
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, რომლითაც 30 ივლისს არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-10 ნაწილისა და სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედების შეჩერების შესახებ.

კვერენჩხილაძემ განსხვავებულ აზრში განმარტა, რომ სადავო ნორმები არა მხოლოდ პირად თავისუფლებას ზღუდავს, არამედ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებზე „მძლავრ ზემოქმედებას“ ახდენს და მათ მიმართ „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის.

სადავო ნორმები პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლებების განზრახ შექმნის, მათ შორის, სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისთვის. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორის შემთხვევაში 20 დღემდე განისაზღვროს. განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი სისხლის სამართლის კოდექსი ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოსამართლე მიიჩნევს, რომ სასამართლომ გამოუსწორებელი ზიანის შეფასებისას საკითხს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის ჭრილში შეხედა და სათანადოდ არ გაითვალისწინა, რომ სანქციები გამოიყენება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების განხორციელების კონტექსტში.

„ადმინისტრაციული პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა, მოცემულ შემთხვევაში, მოქმედებს არა მხოლოდ როგორც პირადი თავისუფლების შემზღუდველი სანქცია/სასჯელი, არამედ, უპირველესად, როგორც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობაზე ზემოქმედების მექანიზმი“, – წერს კვერენჩხილაძე.

მისი შეფასებით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში მშვიდობიანი და არაძალადობრივი ქმედებებისთვის თავისუფლების აღკვეთა, როგორც წესი, დემოკრატიულ სახელმწიფოში რეაგირების მიუღებელ და რთულად გასამართლებელ ფორმად მიიჩნევა.

კვერენჩხილაძე ასევე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმებით დასჯადი ქმედებები არ არის დაკავშირებული ძალადობასთან, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფასთან, კონსტიტუციური წესრიგის დამხობასთან ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის აშკარა და უშუალო საფრთხის შექმნასთან.

მისი აზრით, ამ პირობებში განსაკუთრებით დასაბუთებას საჭიროებს ის, თუ რატომ არის აუცილებელი მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში განხორციელებული ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.

განსხვავებულ აზრში მოსამართლე ასევე მიუთითებს, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების ეფექტიანი განხორციელება დამოკიდებულია კონკრეტულ დროს, ადგილსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტექსტზე. შესაბამისად, მისი შეფასებით, თუ ადამიანს სანქციის შიშის გამო კონკრეტულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე ან საკუთარი პოზიციის გამოხატვაზე უარი ათქმევინეს, ეს შესაძლებლობა მომავალში სრულად ვეღარ აღდგება.

„მოგვიანებით ჩატარებული შეკრება ან იმავე საკითხზე სხვა დროს გამოხატული პოზიცია ვერ ჩაანაცვლებს კონკრეტულ საზოგადოებრივ მოვლენაზე, სახელმწიფო გადაწყვეტილებასა თუ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე დროული რეაგირების შესაძლებლობას“, – წერს გიორგი კვერენჩხილაძე.

მოსამართლე ასევე აკრიტიკებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მესამე პირთა ინტერესებისა და საჯარო ინტერესების შეფასებას. მისი თქმით, სასამართლომ მხოლოდ აბსტრაქტულად მიუთითა, რომ სადავო ნორმების შეჩერებამ შესაძლოა სამართლებრივი ვაკუუმი ან მოქმედი კანონმდებლობის დისფუნქცია გამოიწვიოს, თუმცა კონკრეტულად არ დაუსაბუთებია, რა მასშტაბის ზიანი დადგებოდა სხვა პირებისთვის.

კვერენჩხილაძის პოზიციით, სადავო ნორმების შეჩერება არ გააუქმებდა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონით დადგენილ სხვა წესებსა და აკრძალვებს და სამართალდამცავ ორგანოებს კვლავ ექნებოდათ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შესაბამისი უფლებამოსილებები.

მოსამართლე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეეჩერებინა იმ ნორმების მოქმედება, რომლებიც ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლებების განზრახ შექმნისთვის ადმინისტრაციულ პატიმრობასა და თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Post navigation

Previous: დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს 
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

აჭარა თაიმსი ნოემბერი 13, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 13, 2026
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში ურთიერთბრალდებები და მწვავე დისკუსია გრძელდება

აჭარა თაიმსი ნოემბერი 12, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ნოემბერი 14, 2026
მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 13, 2026
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი – „ქართული ოცნების“ საინვესტიციო დაპირებები, გაურკვეველი შეთანხმება და გარემოსდაცვითი რისკი gonios poligoni_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი – „ქართული ოცნების“ საინვესტიციო დაპირებები, გაურკვეველი შეთანხმება და გარემოსდაცვითი რისკი

ნოემბერი 13, 2026
ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა _AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ნოემბერი 14, 2026
მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 13, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.