Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხულო

ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თანამშრომლებმა სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტები გამოავლინეს. დაკავებულია სამი პირი.

უწყების ცნობით, ერთ-ერთი საქმის გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის სატყეო სააგენტოს ხულოს სატყეო ადმინისტრაციის ტყის მცველმა, ნ.ბ.-მ, სახელმწიფო ტყის ფონდის ნაკვეთით სარგებლობის სანაცვლოდ მოქალაქისგან 1 000 აშშ დოლარი ქრთამის სახით აიღო.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, იგი თანხის აღების დროს, დანაშაულის ადგილზე დააკავეს.

კიდევ ერთ საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის ვეტერინარმა, ა.ლ.-მ, დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, დაურეგისტრირებელი საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სანაცვლოდ მოქალაქისგან 650 ლარი ქრთამის სახით აიღო.

ამ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მესამე საქმეს, გამოძიების ინფორმაციით, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ოპერატორმა, ბ.ზ.-მ, ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე ნაგავსაყრელზე ნარჩენების უნებართვოდ განთავსების სანაცვლოდ მოქალაქეს 500 ლარი მოსთხოვა და გამოართვა. იგი თანხის აღების დროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლით, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

Post navigation

Previous: ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა
Next: მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე დაკავებულია – ადვოკატი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

police_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოში, ხრამში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

აჭარა თაიმსი მაისი 16, 2026
besik shainidze_AJARATIMES.GE
  • ხულო

„ამ ფორმით ბრძოლა დროის კარგვაა“ – ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხულოს საკრებულო დატოვა და ემიგრაციაში მიდის

სულხან მესხიძე მაისი 12, 2026
xulos meria_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მერია დასანქცირებულ „იმედს“ ბიუჯეტის თანხას ვეღარ ურიცხავს

სულხან მესხიძე აპრილი 6, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სარფში უცხო ქვეყნის მოქალაქე 109 აბი „პრეგაბალინის“ შემოტანისთვის დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში უცხო ქვეყნის მოქალაქე 109 აბი „პრეგაბალინის“ შემოტანისთვის დააკავეს

აგვისტო 18, 2026
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისთვის ინფლუენსერ გიორგი ჯობავას 56 000 ლარს უხდის giorgi jobava_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისთვის ინფლუენსერ გიორგი ჯობავას 56 000 ლარს უხდის

აგვისტო 18, 2026
კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს koba fartenadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

აგვისტო 17, 2026
ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა

აგვისტო 17, 2026
ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი irakli garibashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი

აგვისტო 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალს“ დიდი ანგარიშით მოუგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალს“ დიდი ანგარიშით მოუგო

აგვისტო 17, 2026
სარფში უცხო ქვეყნის მოქალაქე 109 აბი „პრეგაბალინის“ შემოტანისთვის დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 1
  • ხელვაჩაური

სარფში უცხო ქვეყნის მოქალაქე 109 აბი „პრეგაბალინის“ შემოტანისთვის დააკავეს

აგვისტო 18, 2026
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისთვის ინფლუენსერ გიორგი ჯობავას 56 000 ლარს უხდის giorgi jobava_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისთვის ინფლუენსერ გიორგი ჯობავას 56 000 ლარს უხდის

აგვისტო 18, 2026
კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს koba fartenadze_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

აგვისტო 17, 2026
ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა

აგვისტო 17, 2026
ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი irakli garibashvili_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი

აგვისტო 17, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.