ადვოკატის ინფორმაციით, მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე დაკავებულია.
„დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში. ამ დროისათვის ვარკვევთ, თუ რა საფუძვლითა და მოტივით იქნა ადმინისტრაციული წესით დაკავებული კობა ფარტენაძე. ამჟამად ის მოთავსებულია ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორში. საზოგადოებას უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასა და მისი მიმდინარეობის შესახებ“, – წერს ადვოკატი, თემურ ქავშბაია სოციალურ ქსელში.
მეტეოროლოგის დაკავების ფაქტს მოგვიანებით შსს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.
„კობა ფარტენაძე, პოლიციის მიმართ სხვადასხვა დრო განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევ წვრილმანი ხულოგნობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. კობა ფარტენაძემ, 16 აგვისტოს, მასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვისას, სამართალდამცველებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა – აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. ასევე, აღნიშული პირი 17 აგვისტოს ღამის საათებში, ბათუმში, ხმამაღლა ლანძღვა-გინებით არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, სამართალდამცველებმა, არაერთხელ მოუწოდეს შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა ის არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, პოლიციელებს მიაყენა შეურაცხყოფა,“ – აცხადებენ სიტყვიერად უწყებაში.
ცნობისთვის, კობა ფარტენაძეს თავს რამდენჯერმე დაესხნენ.
კობა ფარტენაძის საქმეზე ბრალდებულებს 7-7 ათასი ლარის გირაო შეეფარდათ

