„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმში, ადლიის დასახლებაში, გარდაცვლილი კაცი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი წარსულში პოლიციელი იყო. მეზობლებს მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ.
რა მუხლით მიმდინარეობს ფაქტზე გამოძიება ვკითხეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.