ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსად ეთერ მაჭუტაძე კვლავ დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობას ის წლების წინაც იკავებდა.
მერიის ინფორმაციით, მაჭუტაძე განათლებით აგროეკოლოგიb აგრონომი და სატყეო ინჟინერია, მას სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი აქვს.
მაჭუტაძე წლების განმავლობაში მცენარეთა ინტროდუქციისა და აკლიმატიზაციის მიმართულებით მუშაობდა. სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურსა და ბათუმის ბულვარს.

