„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმში სწრაფად მოძრავი ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, მცურავ საშუალებებზე მყოფი რამდენიმე ადამიანი ზღვაში ჩავარდა.
ჩვენი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

