ბათუმში ძიუდოში სოლომონ ფეიქრიშვილის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი „შავი ზღვის თასი“ გაიმართა. საერთაშორისო ტურნირში საქართველოს, ესპანეთის, ლატვიის, აზერბაიჯანისა და თურქეთის 200-ზე მეტმა ახალგაზრდა ძიუდოისტმა იასპარეზა.
2009 წელს დაბადებულმა სპორტსმენებმა საპრიზო ადგილები 8 წონით კატეგორიაში გაინაწილეს. ტურნირი აჭარის ძიუდოს ფედერაციის ორგანიზებით, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

