ბათუმში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა ბილიარდში. ტურნირი კომბინირებულ პირამიდაში, ევროპის თასის მეოთხე ეტაპის ფარგლებში იმართება.
შეჯიბრებაში მონაწილეობა 40 წლის და უფროსი ასაკის სპორტსმენებს შეუძლიათ. ტურნირში მონაწილეობის მისაღებად კი რეგისტრაცია 60-ზე მეტმა სპორტსმენმა გაიარა.
ტურნირი კომბინირებულ პირამიდაში 8 სექტემბერს დაიწყო, ხოლო პირველი მატჩები 9 სექტემბერს გაიმართება. შეხვედრები ბილიარდის კლუბ „პირამიდაში“ შედგება.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე

