Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ვინ აფინანსებს „ქართულ ოცნებას“ აჭარიდან – კვლევა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 16, 2026
fuli_AJARATIMES.GE

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის თანახმად, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში „ქართული ოცნების“ პარტიულ სალაროში ჩარიცხული 5 მილიონ 812 ათასი ლარიდან 2 მილიონ 403 ათასი ლარი აჭარიდან იყო. ეს პარტიის ამ პერიოდში მიღებული შემოწირულებების 41%-ია. ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო წლების არასაარჩევნო პერიოდებს შორის ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კვლევის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში „ქართული ოცნების“ 63 შემწირველიდან 55 ფიზიკური პირი ერთ ან რამდენიმე კომპანიასთან არის დაკავშირებული. ამ კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით 870 მილიონი ლარი მიიღეს, ხოლო მათზე დაახლოებით 3 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობის მშენებლობის ნებართვები გაიცა, ძირითადად ბათუმსა და ქობულეთში.

კვლევის თანახმად, კომპანია „ნოვას“ მეწილეებმა, ზვიად აბულაძემ, ჯემალ ბოლქვაძემ, ემზარ ირემაძემ, ჯემალ ანთაძემ და რამაზ ირემაძემ საკვლევ პერიოდში „ქართულ ოცნებას“ ჯამში 278 ათასი ლარი შესწირეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ პირებს პარტიისთვის მთლიანობაში 1 მილიონ 120 ათასი ლარი აქვთ გადარიცხული. „ნოვამ“ 2011 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 15 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

კვლევაში ასევე სახელდებიან „ალიანს ჯგუფში“ შემავალი კომპანიების მფლობელები და დირექტორები, ბესიკ ჟღენტი, დავით ბალაძე, თემურ და ლანა ბიწაძეები და ნიკოლოზ თევზაძე. მათი მხრიდან 2026 წლის 23-30 მარტს „ქართული ოცნებისთვის“ 225 ათასი ლარის შეწირვაზეა საუბარი. ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნულ პირებს პარტიისთვის ჯამში 1 მილიონ 350 ათასი ლარი აქვთ შეწირული. ამ კომპანიებთან დაკავშირებულ ჯგუფს ბათუმში, თბილისში, ქობულეთსა და გოდერძზე დაახლოებით 2 მილიონი კვადრატული მეტრის საცხოვრებელი და მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობის ნებართვები აქვს მიღებული.

შემომწირველთა შორის არიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც. კვლევის მიხედვით, ირაკლი და ელდარ ხოზრევანიძეებმა, მუხამედ ართმელაძემ, მანანა ტუნაძემ და ეკა ზოიძემ „ქართულ ოცნებას“ ჯამში 415 ათასი ლარი შესწირეს 2021-2026 წლებში. მათთან დაკავშირებულ სამედიცინო დაწესებულებებს სახელმწიფო, რეგიონული და მუნიციპალური შესყიდვებიდან 7 მილიონ ლარზე მეტი აქვთ მიღებული.

კვლევაში ცალკეა ნახსენები ქობულეთის დელეგატი გიორგი ჭყონია და მასთან დაკავშირებული პირები, ჯემალ ჭყონია, მალხაზ დუმბაძე და არჩილ ბასილაძე. მათ საკვლევ პერიოდში პარტიის ანგარიშზე 120 ათასი ლარი გადარიცხეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, ამ ჯგუფს „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში 1.5 მილიონ ლარზე მეტი აქვს შეწირული, ხოლო ბოლო 14 წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული შემოსავალი 500 მილიონ ლარს აღემატება.

კვლევის მიხედვით, ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარის ბიზნესმენი შვილის, კობა ფუტკარაძის, ბიზნესპარტნიორებმა, ჯუმბერ და ჯიმშერ ზოიძეებმა, „ქართულ ოცნებას“ 75 ათასი ლარი შესწირეს. ორგანიზაციის ცნობით, სამივე პირს პარტიისთვის ჯამში 430 ათასი ლარი აქვს გადარიცხული, მათთან დაკავშირებულ კომპანიებს კი ბათუმში 130 ათას კვადრატულ მეტრამდე საცხოვრებელი და მრავალფუნქციური მაღალსართულიანი შენობების მშენებლობის ნებართვები აქვთ მიღებული.

შემომწირველთა შორის არიან სამშენებლო ჯგუფ „ნექსთის“ მეწილეები კობა დევაძე და ვახტანგ გედენიძე. კვლევის თანახმად, მათ 2026 წლის საკვლევ პერიოდში 70 ათასი ლარი შესწირეს „ქართულ ოცნებას“, ჯამში კი 360 ათასი ლარი აქვთ გაღებული.

„ქართული ოცნების“ შემომწირველად კვლევაში სახელდება ბათუმის საკრებულოს წევრი ლევან დოლიძე, რომელმაც პარტიას 60 ათასი ლარი შესწირა. მის მამასთან, ნუკრი დოლიძესთან, და ბიძასთან, მერაბ დოლიძესთან, დაკავშირებულმა კომპანიებმა პარტიას ჯამში 600 ათას ლარზე მეტი შესწირეს. ამ კომპანიებმა 2013-2026 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან ჯამში 336 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.

კვლევაში ასევე დასახელებულია სამშენებლო ჯგუფ „გუმბათის“ მფლობელი ლაშა ბალაძე, რომელმაც საკვლევ პერიოდში „ქართულ ოცნებას“ 50 ათასი ლარი შესწირა, ხოლო 2023-2026 წლებში, ჯამში 290 ათასი ლარი. „გუმბათ ჯგუფმა“ 2014 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 10 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ასევე წერს, რომ 2026 წლის იანვარ-აგვისტოში გამოიკვეთა კოორდინირებული დონაციის შემთხვევები. ორგანიზაციის ინფორმაციით, მაგალითად, 26 მარტს რვა ფიზიკურმა პირმა „ქართული ოცნების“ ანგარიშზე დიდი თანხები გადარიცხა, ხოლო 23-24 აპრილს „ნოვას“ მეწილეებმა 278 ათასი ლარი გაიღეს. მსგავსი სინქრონული გადარიცხვების შედეგად პარტიამ, ორგანიზაციის მონაცემებით, ჯამში 1 მილიონ 278 ათასი ლარი მიიღო.

ორგანიზაცია ამ მონაცემების საფუძველზე აცხადებს, რომ მსხვილ ბიზნესმენებსა და მმართველ პარტიას შორის არსებობს „მომეცი, რომ მოგცეს“ პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობის ნიშნები.

დავით ბალაძე 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მადისკრიმინებელ კამპანიას აფინანსებდა, ახლა კი ფულს “ოცნებას” სწირავს

 

Post navigation

Previous: შსს-მ ბათუმსა და ხელვაჩაურში უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა
Next: ბათუმი-ქობულეთის მიკროავტობუსების მარშრუტი აღარ გაიზრდება, ტარიფი კი 4 ლარი დარჩება

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 3, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 2, 2026
kvlevari_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია

აჭარა თაიმსი ნოემბერი 2, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 3, 2026
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა თანამდებობა დატოვა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ნოემბერი 3, 2026
ქობულეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი policia_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

ნოემბერი 3, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 2, 2026
ბათუმში, ფიროსმანის N1ა-ში მდებარე კორპუსი ავარიულია – კიდევ რა წერია დასკვნაში _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ფიროსმანის N1ა-ში მდებარე კორპუსი ავარიულია – კიდევ რა წერია დასკვნაში

ნოემბერი 2, 2026
საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია kvlevari_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია

ნოემბერი 2, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 3, 2026
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა თანამდებობა დატოვა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ნოემბერი 3, 2026
ქობულეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი policia_AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

ნოემბერი 3, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 2, 2026
ბათუმში, ფიროსმანის N1ა-ში მდებარე კორპუსი ავარიულია – კიდევ რა წერია დასკვნაში _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, ფიროსმანის N1ა-ში მდებარე კორპუსი ავარიულია – კიდევ რა წერია დასკვნაში

ნოემბერი 2, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.