ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩა №113ა-ში, ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირის, ა. ჩ.-ის, საწარმო არაგეგმურად შეამოწმეს.
ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ხორცპროდუქტების, მათ შორის შებოლილი ხორცპროდუქტების, წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდა.
სააგენტოს ცნობით, საწარმო არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და არ ჰქონდა სავალდებულო აღიარება.
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

