Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

ქობულეთში 8 ოჯახი მიწის ნაკვეთების გამო პროტესტს აგრძელებს – ტერიტორიაზე სპორტკომპლექსი უნდა აშენდეს

ლევან ურიდია ოქტომბერი 13, 2026
_AJARATIMES.GE

ქობულეთში, ე.წ. ემტეესის დასახლებაში, რიგით მეორე საპროტესტო აქცია გაიმართა. ტერიტორიაზე, სადაც სპორტკომპლექსის მშენებლობა იგეგმება, მძიმე ტექნიკით სამუშაოები მიმდინარეობს.

მათი თქმით, მიწის ნაკვეთები, რომლებზეც დღეს სამუშაოები დაიწყო, მათი წინაპრების საკუთრება იყო და ტერიტორიაზე სამუშაოები უკანონოდ მიმდინარეობს.

რვა ოჯახი აცხადებს, რომ ძველ საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით, აღნიშნული მიწის ნაკვეთები მათ საკუთრებაში იყო. მათი თქმით, 2000-2007 წლებამდე მიწებს სახნავ-სათესად იყენებდნენ, თუმცა წინა ხელისუფლების პირობებში ტერიტორიით სარგებლობის უფლება შეეზღუდათ.

ადგილობრივების განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც განაგრძობდნენ მიწების გამოყენებას, თუმცა ახლა ამ შესაძლებლობასაც აღარ აძლევენ.

პროტესტის მონაწილე რვა ოჯახი მიწის ნაკვეთების დასარეგისტრირებლად აღიარების კომისიასა და საჯარო რეესტრს მიმართავს და საკითხის სამართლებრივი გზით მოგვარებას ცდილობს. როგორც ისინი აცხადებენ, ამ დროისთვის სამ ოჯახს საჯარო რეესტრში განცხადება წარმოებაში აქვს და მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის გადაწყვეტილებას ელოდება.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქვთ ინფორმაცია ბიზნესმენ და პარლამენტარ გია ჭყონიას ინტერესის შესახებ. მათი ვარაუდით, მიწის ნაკვეთების მიმართ ინტერესი შესაძლოა უკავშირდებოდეს მის მახლობლად მდებარე ტურისტულ კომპლექს. ადგილობრივების მტკიცებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ბიზნესმენის ინტერესებს ემსახურება.

ტერიტორიაზე სპორტკომპლექსის მშენებლობისთვის ელექტრონული ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. სამუშაოებს შპს „ქრეათივ ინფრეშენს კავკასუსი“ ასრულებს.

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მოსახლეობის პროტესტის გამო მძიმე ტექნიკის გამოყენებით სამუშაოები დღეს დროებით შეჩერდა.

„ამ მიწის ნაკვეთზე სპორტკომპლექსი უნდა აშენდეს. ბიზნესმენ გია ჭყონიასთან არანაირი შემხებლობა არასდროს გვქონია“, – განუცხადა კომპანიის წარმომადგენელმა „აჭარა თაიმსს“.

პროტესტის მონაწილე ოჯახების თქმით, წარსულში მათ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით კერძო ინვესტორიც მოიძიეს. მათი განცხადებით, პროექტი მოსახლეობის ინტერესებს სრულად ითვალისწინებდა, თუმცა ქობულეთის მერიამ მისი განხორციელება მიზანმიმართულად ჩაშალა.

აქციის მიმდინარეობისას ადგილზე იმყოფებოდნენ ქობულეთის პოლიციის უფროსი და ქობულეთის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები. მათ „აჭარა თაიმსთან“ კომენტარი არ გააკეთეს.

პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ, აქციებს მომავალშიც გამართავენ და საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართავენ.

„აჭარა თაიმსი“ ქობულეთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან ელოდება კომენტარს მოსახლეობის პროტესტისა და ტერიტორიაზე სამუშაოების დაწყების საფუძვლების შესახებ.

„ტერიტორიაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, სადაც ბომბორას სპორტულო აკადემია უნდა აშენდეს. რაც შეეხება გია და ჯუმბერ ჭყონიას ინტერესს, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება,“ – განაცხადეს ქობულეთის მერიაში.

იმ შემთხვევაში, თუ ბრალდების ადრესატი, გია ჭყონია, კომენტარს გააკეთებს, მასალა განახლდება.

Post navigation

Previous: რა საჭიროებები აქვთ ქობულეთის სოფლებში მცხოვრებლებს – გამოკითხვა
Next: ოჯახის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა საპატიმროში თვითდაზიანებები მიიყენა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

რა საჭიროებები აქვთ ქობულეთის სოფლებში მცხოვრებლებს – გამოკითხვა

ლევან ურიდია ოქტომბერი 13, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

86 წლის მეგოდრე ქობულეთიდან – ხელობა, რომელიც გაქრობის საფრთხის წინაშეა

ლევან ურიდია ოქტომბერი 11, 2026
qobuletis biblioteka_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბიბლიოთეკა, რომელიც წლებია ახალ სიცოცხლეს ელოდება

ლევან ურიდია ოქტომბერი 5, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ოჯახის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა საპატიმროში თვითდაზიანებები მიიყენა cixe_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოჯახის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა საპატიმროში თვითდაზიანებები მიიყენა

ოქტომბერი 13, 2026
ქობულეთში 8 ოჯახი მიწის ნაკვეთების გამო პროტესტს აგრძელებს – ტერიტორიაზე სპორტკომპლექსი უნდა აშენდეს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში 8 ოჯახი მიწის ნაკვეთების გამო პროტესტს აგრძელებს – ტერიტორიაზე სპორტკომპლექსი უნდა აშენდეს

ოქტომბერი 13, 2026
რა საჭიროებები აქვთ ქობულეთის სოფლებში მცხოვრებლებს – გამოკითხვა qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

რა საჭიროებები აქვთ ქობულეთის სოფლებში მცხოვრებლებს – გამოკითხვა

ოქტომბერი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 13, 2026
მინისტრების მოთხოვნის მიუხედავად, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის უფროსი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს – ჯუმბერ ბოლქვაძე მუშაობას აგრძელებს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მინისტრების მოთხოვნის მიუხედავად, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის უფროსი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს – ჯუმბერ ბოლქვაძე მუშაობას აგრძელებს

ოქტომბერი 12, 2026
„ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში შეიქმნა – კვლევა qartuli ocneba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში შეიქმნა – კვლევა

ოქტომბერი 12, 2026
ოჯახის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა საპატიმროში თვითდაზიანებები მიიყენა cixe_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

ოჯახის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა საპატიმროში თვითდაზიანებები მიიყენა

ოქტომბერი 13, 2026
ქობულეთში 8 ოჯახი მიწის ნაკვეთების გამო პროტესტს აგრძელებს – ტერიტორიაზე სპორტკომპლექსი უნდა აშენდეს _AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ქობულეთში 8 ოჯახი მიწის ნაკვეთების გამო პროტესტს აგრძელებს – ტერიტორიაზე სპორტკომპლექსი უნდა აშენდეს

ოქტომბერი 13, 2026
რა საჭიროებები აქვთ ქობულეთის სოფლებში მცხოვრებლებს – გამოკითხვა qobuleti_AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

რა საჭიროებები აქვთ ქობულეთის სოფლებში მცხოვრებლებს – გამოკითხვა

ოქტომბერი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 13, 2026
მინისტრების მოთხოვნის მიუხედავად, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის უფროსი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს – ჯუმბერ ბოლქვაძე მუშაობას აგრძელებს _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

მინისტრების მოთხოვნის მიუხედავად, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის უფროსი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს – ჯუმბერ ბოლქვაძე მუშაობას აგრძელებს

ოქტომბერი 12, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.