„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმში, დაკავების პროცესში, პირი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადახტა. მას პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება აღმოუჩინა.
შემთხვევა გორგასლის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, პირი ავტომობილს დაეცა. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ ნარკოდანაშაულში სამი პირია მხილებული. ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ფაქტზე გამოძიება სსკ 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

