Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

გარევაჭრობის პრობლემა ქობულეთში – თვითდასაქმებულები მერიისგან საქმიანობის გაგრძელების უფლებასა და თანაბარ პირობებს ითხოვენ

ლევან ურიდია ნოემბერი 5, 2026
vachroba_AJARATIMES.GE

ქობულეთში, თავისუფლებისა და რუსთაველის ქუჩებზე, გარევაჭრობის საკითხი კვლავ აქტუალურია. თვითდასაქმებულების ნაწილი მუნიციპალიტეტის მერიისგან ადგილზე საქმიანობის გაგრძელების უფლებას ითხოვს და მიიჩნევს, რომ მათი ტერიტორიიდან იძულებით გაყვანა დაუშვებელია.

გარევაჭრობის საკითხზე მოვაჭრეების პოზიციები ორად იყოფა, ერთნი ქუჩაში დარჩენასა და საქმიანობის გაგრძელებას ითხოვენ, მეორენი კი მიიჩნევენ, რომ ყველა თვითდასაქმებული ბაზრის ტერიტორიაზე უნდა გადავიდეს.

მოვაჭრეების ნაწილი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ ცენტრალური ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გამოყოფილი სავაჭრო სივრცე სათანადო პირობებს ვერ უზრუნველყოფს. მათი თქმით, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მომხმარებელთა სიმცირეა, რაც პროდუქციის რეალიზაციას ართულებს. უკმაყოფილებას გამოთქვამენ ის მოვაჭრეებიც, რომლებიც უკვე გადავიდნენ ბაზარში და ახლა სხვებისთვისაც თანაბარი წესების ამოქმედებას ითხოვენ.

⇔ ქობულეთის მერიამ მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდის სისტემის დანერგვა დღემდე ვერ უზრუნველყო

ერთ-ერთი გარემოვაჭრე, ხათუნა ცეცხლაძე, „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ა(ა)იპ „ქობულეთის მუნიციპალური ინსპექციის“ წარმომადგენლები მუდმივად სთხოვენ იმ ადგილის დატოვებას, სადაც საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთზე მოყვანილ ხილსა და ბოსტნეულს ყიდის.

მისი თქმით, ბაზარში შემოსული გადამყიდველებისგან პროდუქციას არ ყიდულობს, თავად მოჰყავს და თავისუფლების ქუჩაზე ყოველდღიურად მხოლოდ ნახევარი დღის განმავლობაში ვაჭრობს, შემდეგ კი სახლში ბრუნდება. თვითდასაქმებულის თქმით, გარევაჭრობა მისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მიღებული თანხით ის 80 წლის, ავადმყოფ და მწოლიარე დედას უვლის და ოჯახს არჩენს.

ქალის თქმით, საკუთარი საცხოვრებელი სახლი არ აქვს და სოფელ დაგვაში, თანასოფლელი ბერძნის მიერ დროებით დათმობილ სახლში ცხოვრობს. როგორც ხათუნა ცეცხლაძე ჰყვება, წლების წინ სოფელ დაგვაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა, თუმცა სასწავლო საათების შემცირების შემდეგ სკოლიდან წამოსვლა მოუწია. მისი განმარტებით, მასწავლებლის ანაზღაურება ოჯახის ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ იყო.

სწორედ ამიტომ გადაწყვიტა გარევაჭრობის დაწყება. ყოველ დილით სოფლის ტრანსპორტით ქობულეთში ჩამოდის იმ იმედით, რომ საკუთარ ეზოში მოყვანილ პროდუქციას გაყიდის და მიღებული თანხით ოჯახის აუცილებელ საჭიროებებს დააკმაყოფილებს.

⇔ შუქნიშანი, რომელსაც ქობულეთელები წლებია ელოდებიან

ხათუნა ცეცხლაძე ქობულეთში ერთადერთი გარემოვაჭრე არ არის. თავისუფლების ქუჩაზე სხვა თვითდასაქმებულებიც დგანან, რომლებსაც სოფლებში მოყვანილი ხილი და ბოსტნეული ქალაქში ჩამოაქვთ და ადგილზე ყიდიან. მათი თქმით, მუნიციპალიტეტმა ცენტრალური ბაზრის შიდა ტერიტორიაზე სავაჭრო ადგილები გამოუყო, თუმცა იქ პროდუქციის რეალიზაცია რთულია. მოვაჭრეები მომხმარებელთა სიმცირეს უჩივიან და აცხადებენ, რომ ბაზრის ტერიტორიაზე უკვე დამკვიდრებულ მოვაჭრეებთან კონკურენცია უჭირთ. მათი განმარტებით, ბაზრის შიდა სივრცეში ვაჭრობა იმდენად შემცირებულია, რომ ზოგჯერ ნახევარი დღის განმავლობაში მუშაობაც კი არ უღირთ.

დაახლოებით ერთი წლის წინ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, ცენტრალური ბაზრის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების შედეგად, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე რკინის კონსტრუქციებისგან ახალი სავაჭრო სივრცე მოაწყო. აღნიშნული სივრცე სწორედ იმ გარემოვაჭრეებისთვის გამოიყო, რომლებიც მანამდე რუსთაველისა და თავისუფლების ქუჩებზე საქმიანობდნენ.

გარემოვაჭრეების ნაწილი მუნიციპალიტეტის მოთხოვნას დაემორჩილა და ვაჭრობა ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გააგრძელა, თუმცა დღეს ისინი თავადაც უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათი თქმით, ზაფხულის ტურისტული სეზონის გარდა, წლის სხვა პერიოდში ბაზრის შიგნით ვაჭრობა განსაკუთრებით რთულია. მომხმარებელთა რაოდენობა მცირეა, რაც მათ ყოველდღიურ შემოსავალზეც აისახება.

⇔ რა საჭიროებები აქვთ ქობულეთის სოფლებში მცხოვრებლებს

ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გადასული მოვაჭრეები ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ქუჩაში დარჩენილი გარემოვაჭრეების საქმიანობას ასახელებენ. მათი განმარტებით, მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი პროდუქტს ქუჩაში, ბაზრის შესასვლელთან ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყიდულობს, რის გამოც ბაზრის შიდა სივრცეში ნაკლები მყიდველი შედის.

ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მომუშავე მოვაჭრეები კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობენ. მათი თქმით, ახლად მოწყობილი სავაჭრო სივრცე სათანადო ინფრასტრუქტურულ პირობებს ვერ უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო ადგილისთვის ყოველდღიურად მინიმუმ 5 ლარს იხდიან, აცხადებენ, რომ არსებული დახლები და გადახურული კონსტრუქციები სრულფასოვანი ვაჭრობისთვის შესაფერისი არ არის.

მოვაჭრეების განმარტებით, წვიმიან ამინდში წყალი სავაჭრო სივრცეში აღწევს, დახლები სველდება, ხოლო მათ ქვეშ წყალი გროვდება. შედეგად, მუშაობა რთულდება და ხშირად წყალში დგომა უწევთ. გარდა ამისა, ღია კონსტრუქციაში ქარი აღწევს, რაც განსაკუთრებით შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში დამატებით პრობლემებს ქმნის. მოვაჭრეები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რათა ბაზრის ტერიტორიაზე საქმიანობის გაგრძელება წლის ნებისმიერ სეზონზე შეძლონ.

⇔ ქობულეთის მერი მოქალაქეს არ ხვდება – სოციალურად დაუცველი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს

ქობულეთის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე ადგილობრივ მოვაჭრეებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ფერმერები და დისტრიბუტორებიც საქმიანობენ. განსაკუთრებით ზაფხულისა და შემოდგომის სეზონზე ბაზარში საკუთარ პროდუქციას გორიდან, ქუთაისიდან, კახეთიდან და სხვა რეგიონებიდან ჩასული მოვაჭრეები ყიდიან. მათ სხვადასხვა სახეობის ხილი და ბოსტნეული შემოაქვთ.

ფერმერების თქმით, ბოლო პერიოდში ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდა, რაც პროდუქციის რეალიზაციაზე უარყოფითად აისახება. მათი განმარტებით, სოფლის მეურნეობით დაკავებულ ადამიანებს სულ უფრო უჭირთ როგორც პროდუქციის მოყვანა, ისე მისი ბაზარზე გაყიდვა.

გორიდან ჩამოსული ფერმერები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ. მათი თქმით, წელს ფერმერების ნაწილმა ხილის მოსავლის სრულად აღება ვერ შეძლო, ნაწილმა კი ნაყოფი ხეებზე დაუკრეფავი დატოვა. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ისინი მუშახელისა და საწვავის გაძვირებას ასახელებენ. მათი განმარტებით, მოსავლის აღებას, ტრანსპორტირებასა და დასაწყობებას იმდენად დიდი ხარჯები სჭირდება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პროდუქციის რეალიზაცია ეკონომიკურად ნაკლებად მომგებიანი ხდება.

⇔ „ვინც ეძებს, ის პოულობს“ – ოქროს მაძიებელი ქობულეთის სანაპიროდან

აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული ფერმერები და დისტრიბუტორები ქობულეთის ბაზრის ტერიტორიაზე სავაჭრო ადგილისთვის ყოველდღიურად 20 ლარს იხდიან. ამ თანხას ემატება ტრანსპორტირების, მუშახელისა და სხვა აუცილებელი ხარჯებიც. ფერმერები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობის მიმართულებით პასუხისმგებელმა უწყებებმა, მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას, ფერმერების სუბსიდირებასა და მათთვის ფინანსური დახმარების მექანიზმების შექმნას. მათი თქმით, დღეს სოფლის მეურნეობით დაკავებულ ადამიანებს არაერთი ეკონომიკური ბარიერის გადალახვა საკუთარი ძალებით უწევთ.

„მუნიციპალური ინსპექცია ყოველდღიურ რეჟიმში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებს მონიტორინგს გარევაჭრობის წესების რეგულირების მიზნით. როგორც იცით გარე ვაჭრობის ფაქტები ფიქსირდება ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც უშლის ხელს მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას. მუნიციპალიტეტის მერიამ არაერთხელ დაამყარა კომუნიკაცია გარე მოვაჭრეებთან საკითხის მოგვარების მიზნით და მათ მიმართ შეთავაზებული იქნა წინადადება აგრალური ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ადგილის გამოყოფისა და იქ ვაჭრობის შესაძლებლობის თაობაზე. მუნიციპალური ინსპექცია უზრუნველყობს როგორც გარე მოვაჭრეების უფლებების დაცვას და მათთვის შესაბამისი პირობების შექმნასაგრეთვე ფეხით მოსიარულეთა შეუფერხებლად გადაადგილებას. მოქმედი კანონმდებლობით გარე ვაჭრობა აკრძალულია შესაბამისი ნებართვის გარეშე. გამონაკლისი შეიძლება დაიშვეს სადღესასწაულო დღეებში ან გარკვეული ღონისძიებების დროს მუნიციპალიტეტის მერიის ნებართვის საფუძველზე. გარე ვაჭრობის კონტროლსა და წესების რეგულირებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალური ინსპექცია. გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშეადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153³ მუხლის მიხედვით ითვალისწინებს სანქციას,“ – განაცხადეს ქობულეთის მერიაში.

⇔ რატომ ვერ გაამართლა ტურისტულმა სეზონმა ქობულეთში – ადგილობრივი ბიზნესი მიზეზებსა და პრობლემებზე საუბრობს

Post navigation

Previous: მილიონიანი პროექტები და გადაუჭრელი პრობლემა – რატომ ვერ მიიღო ხულომ ხარისხიანი სასმელი წყალი?

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

აჭარა თაიმსი ნოემბერი 3, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 30, 2026
qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

შუქნიშანი, რომელსაც ქობულეთელები წლებია ელოდებიან

ლევან ურიდია ოქტომბერი 30, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გარევაჭრობის პრობლემა ქობულეთში – თვითდასაქმებულები მერიისგან საქმიანობის გაგრძელების უფლებასა და თანაბარ პირობებს ითხოვენ vachroba_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

გარევაჭრობის პრობლემა ქობულეთში – თვითდასაქმებულები მერიისგან საქმიანობის გაგრძელების უფლებასა და თანაბარ პირობებს ითხოვენ

ნოემბერი 5, 2026
მილიონიანი პროექტები და გადაუჭრელი პრობლემა – რატომ ვერ მიიღო ხულომ ხარისხიანი სასმელი წყალი? sasmeli wyali_AJARATIMES.GE
  • ხულო

მილიონიანი პროექტები და გადაუჭრელი პრობლემა – რატომ ვერ მიიღო ხულომ ხარისხიანი სასმელი წყალი?

ნოემბერი 5, 2026
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi International Edition: თბილისი ოთხი დღით მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში იქ, სადაც მოდა შემოქმედებას, კულტურასა და გლობალურ ხედვას შეხვდება IMG_0862
  • რეკლამა

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi International Edition: თბილისი ოთხი დღით მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში იქ, სადაც მოდა შემოქმედებას, კულტურასა და გლობალურ ხედვას შეხვდება

ნოემბერი 5, 2026
აჭარაში ყალბი 50 და 100 დოლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში ყალბი 50 და 100 დოლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 5, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 5, 2026
გამოცდილების გაზიარება 3 999 ლარად – ბათუმის საკრებულოს წევრები თბილისში კოლეგებთან შესახვედრად ჩავიდნენ batumis sakrebulo_AJARATIMES.GE (1)
  • საქართველო

გამოცდილების გაზიარება 3 999 ლარად – ბათუმის საკრებულოს წევრები თბილისში კოლეგებთან შესახვედრად ჩავიდნენ

ნოემბერი 4, 2026
გარევაჭრობის პრობლემა ქობულეთში – თვითდასაქმებულები მერიისგან საქმიანობის გაგრძელების უფლებასა და თანაბარ პირობებს ითხოვენ vachroba_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

გარევაჭრობის პრობლემა ქობულეთში – თვითდასაქმებულები მერიისგან საქმიანობის გაგრძელების უფლებასა და თანაბარ პირობებს ითხოვენ

ნოემბერი 5, 2026
მილიონიანი პროექტები და გადაუჭრელი პრობლემა – რატომ ვერ მიიღო ხულომ ხარისხიანი სასმელი წყალი? sasmeli wyali_AJARATIMES.GE 2
  • ხულო

მილიონიანი პროექტები და გადაუჭრელი პრობლემა – რატომ ვერ მიიღო ხულომ ხარისხიანი სასმელი წყალი?

ნოემბერი 5, 2026
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi International Edition: თბილისი ოთხი დღით მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში იქ, სადაც მოდა შემოქმედებას, კულტურასა და გლობალურ ხედვას შეხვდება IMG_0862 3
  • რეკლამა

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi International Edition: თბილისი ოთხი დღით მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში იქ, სადაც მოდა შემოქმედებას, კულტურასა და გლობალურ ხედვას შეხვდება

ნოემბერი 5, 2026
აჭარაში ყალბი 50 და 100 დოლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

აჭარაში ყალბი 50 და 100 დოლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 5, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 5, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.