ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა.
ხანძრის შედეგად ბოლქვაძეების ოთხწევრიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლის მეორე სართული და იქ არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები განადგურდა.
შემთხვევის დროს სახლში ოჯახის ერთი წევრი იმყოფებოდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ და ხანძრის კერების ლიკვიდაცია მიმდინარეობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მეზობლების ვარაუდით, ცეცხლი შესაძლოა ბუხრიდან ან ელექტროსადენებიდან გაჩნდა.
დღეს ასევე ხანძარი იყო ქობულეთში, ქალაქის ტერიტორიაზე 🔻
ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

