Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • რეკლამა

სტუდენტური კონკურსი 20 000 ლარიანი საპრიზო ფონდით სტარტს 18 იანვარს აიღებს

admin 16/01/2024
hakatoni_ajaratimes.ge

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით ხელოვნური ინტელექტის ჰაკათონი, 20 000 ლარიანი საინვესტიციო ფონდით გაიმართება, სადაც მონაწილეობის მიღება საქართველოს მასშტაბით აქტიური სტატუსის მქონე ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია. კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია  18 იანვრის ჩათვლით გრძელდება.

ჰაკათონის თემაა: ხელოვნური ინტელექტი და განათლება.

აღნიშნული AI ჰაკათონი არის საინტერესო შესაძლებლობა სტუდენტებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით, გამოავლინონ თავიანთი ნიჭი და ტექნოლოგიური უნარები რომ განახორციელონ ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტები და მიიღონ 20 000 ლარიანი საინვესტიციო ფონდიდან დაფინანსება. მნიშვნელოვანია ასევე ისიც რომ ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებს ეყოლებათ მენტორები, რომლებიც გაუწევენ კონსულტაციას უშუალოდ მუშაობის პროცესში.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გუნდები ორ ეტაპს გაივლიან. პირველ ეტაპზე მონაწილეები მიიღებენ ტექნიკურ დავალებას, რომელიც მათი ტექნოლოგიური ცოდნისა და უნარების გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს. ხოლო მეორე ეტაპზე გადასული გუნდები მიიღებენ დასკვნით დავალებას და 7 დღის გამავლობაში, მენტორებთან ერთად იმუშავებენ საბოლოო პროდუქტის შექმნაზე. საბოლოო შედეგს კი ჟიურის წინაშე წარადგენენ, რომელიც გამარჯვებულებს გამოავლენს.

გამარჯვებული გუნდები საინვესტიციო თანხას იდეის პროტოტიპის განვითარებაში გამოიყენებენ. ხოლო 2024 წლის მაისში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე წარადგენენ საბოლოო პროდუქტს და შეხვდებიან ანგელოზ ინვესტორებს ამერიკიდან, ისრაელიდან და ევროპიდან.

აღსანიშნავია ასევე რომ მარათონის მონაწილეებისთვის BTU-ს MIT – Martin Trust Center-ის წევრობის ფარგლებში, ჩატარდება მასტერკლასი: The Impact of Generative AI on Business and the Future of Innovation.

AI  ჰაკათონის მთავარი პარტნიორია აშშ-ში დაფუძნებული, საერთაშორისო სტატუსის მქონე აიტი კომპანია Lineate Georgia. პარტნიორები კი არიან: საერთაშორისო აიტი კომპანია Devexperts და გლობალური ციფრული IT სერვისებისა და გადაწყვეტილებების კომპანია Quantori. ჰაკათონის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ბათუმის ბულვარში ველობილიკის განახლება დაიწყო
Next: ქობულეთის რომელ სოფლებში მოაწყობენ მოსაცდელებს – ჩამონათვალი ცნობილია

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • რეკლამა

წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე

admin 13/10/2025
რატომ არის მნიშვნელოვანი არასასურსათო პროდუქტების უსაფრთხოება და რას ნიშნავს ხარისხის ინფრასტრუქტურა
  • რეკლამა

რატომ არის მნიშვნელოვანი არასასურსათო პროდუქტების უსაფრთხოება და რას ნიშნავს ხარისხის ინფრასტრუქტურა

admin 02/10/2025
_AJARATIMES.GE
  • რეკლამა

„ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს სარგებელს იმ პროექტებიდან, რომლებიც მათ გარშემო ხორციელდება“ – რას გულისხმობს GREDA-ს კანონპროექტი

admin 29/09/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

15/10/2025
შავი ზღვის დაბინძურებისთვის ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი 100 000 ლარით დაჯარიმდა _AJARATIMES.GE
  • საქართველო

შავი ზღვის დაბინძურებისთვის ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი 100 000 ლარით დაჯარიმდა

15/10/2025
„აჭარა თაიმსის“ დირექტორს ემუქრებიან sulkhan meskhidze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„აჭარა თაიმსის“ დირექტორს ემუქრებიან

15/10/2025
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

15/10/2025
გამოვლინდნენ ბათუმში გამართული ჭადრაკის ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულები _AJARATIMES.GE
  • სპორტი

გამოვლინდნენ ბათუმში გამართული ჭადრაკის ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულები

15/10/2025
ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ

14/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

15/10/2025
შავი ზღვის დაბინძურებისთვის ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი 100 000 ლარით დაჯარიმდა _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

შავი ზღვის დაბინძურებისთვის ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი 100 000 ლარით დაჯარიმდა

15/10/2025
„აჭარა თაიმსის“ დირექტორს ემუქრებიან sulkhan meskhidze_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

„აჭარა თაიმსის“ დირექტორს ემუქრებიან

15/10/2025
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

15/10/2025
გამოვლინდნენ ბათუმში გამართული ჭადრაკის ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულები _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

გამოვლინდნენ ბათუმში გამართული ჭადრაკის ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულები

15/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.