Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

ბათუმში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 646 შემთხვევა დაფიქსირდა

admin 13/02/2024
gamonabolkvi

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.

კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 თებერვლის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 3533 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი – 1614 ჯარიმა დაწერეს თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების/მფლობელების სახელზე; 769 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 646 – ბათუმში, 504 კი – ქალაქ რუსთავში.

“3533 საჯარიმო ქვითრიდან 3030 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე დაიწერა; 503 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2033 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 1297 – მიკროავტობუსის, 202 – სატვირთო ავტომობილის, 1 კი,  ავტობუსის მძღოლის სახელზე. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა
პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი.

იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს, ჯარიმის ოდენობა, 20%-ით შეუმცირდება.” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ურთულესი და საგანგაშო მდგომარეობაა მაღალმთიან აჭარაში – “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას მიმართავს
Next: “აჭარა თაიმსის” ინფორმაციით ბათუმის მერი სამსახურეობრივი ავტომობილით ავარიაში მოყვა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

admin 10/10/2025
qartuli ocneba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი
  • ქობულეთი

აჭარაში „ქართული ოცნების“ ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ქობულეთში დაფიქსირდა

admin 04/10/2025
shuqi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin 03/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

15/10/2025
შავი ზღვის დაბინძურებისთვის ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი 100 000 ლარით დაჯარიმდა _AJARATIMES.GE
  • საქართველო

შავი ზღვის დაბინძურებისთვის ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი 100 000 ლარით დაჯარიმდა

15/10/2025
„აჭარა თაიმსის“ დირექტორს ემუქრებიან sulkhan meskhidze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„აჭარა თაიმსის“ დირექტორს ემუქრებიან

15/10/2025
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

15/10/2025
გამოვლინდნენ ბათუმში გამართული ჭადრაკის ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულები _AJARATIMES.GE
  • სპორტი

გამოვლინდნენ ბათუმში გამართული ჭადრაკის ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულები

15/10/2025
ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ

14/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

15/10/2025
შავი ზღვის დაბინძურებისთვის ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი 100 000 ლარით დაჯარიმდა _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

შავი ზღვის დაბინძურებისთვის ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი 100 000 ლარით დაჯარიმდა

15/10/2025
„აჭარა თაიმსის“ დირექტორს ემუქრებიან sulkhan meskhidze_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

„აჭარა თაიმსის“ დირექტორს ემუქრებიან

15/10/2025
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

15/10/2025
გამოვლინდნენ ბათუმში გამართული ჭადრაკის ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულები _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

გამოვლინდნენ ბათუმში გამართული ჭადრაკის ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულები

15/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.