Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

რატომ ვერ გახსნეს კაფეტერია ბათუმის თოჯინების თეატრში

სულხან მესხიძე მარტი 25, 2024
tojinebis teatri_ajaratimes.ge

“იჯარის თანხას იხდიან და რატომ არ იხსნება არ ვიცი,” – ასე გვიპასუხა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დირექტორმა კითხვაზე – თუ რამ შეაფერხა კაფეტერიის გახსნის პროცესი. იმედა თავდიგიძის თქმით, სარემონტო სამუშაოები გარკვეულ ეტაპზე შეჩერებული იყო, თუმცა ახლა განახლებულია.

“რამდენხნიანი ვადაგადაცილება აქვთ არ ვიცი, არ ჩამიხედავს ხელშეკრულებაში. იჯარას იხდის კომპანია, არ იციან როდის გახსნიან კაფეს,” – განაცხადა “აჭარა თაიმსთან” საუბრისას იმედა თავდირიძემ.

რა ეტაპზე სამუშაოები და როდის გაიხსნება კაფეტერია ჩვენთვის უცნობია. ადგილზე ფოტოების გადაღების შესაძლებლობა თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა, მარეხ ტუღუშმა არ მოგვცა. სივრცე, სადაც კაფეტერია უნდა მოეწყოს სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია, ჩვენ ადგილზე ხელოსნები არ დაგხვდა.

“აჭარა თაიმსმა” დამატებითი ინფორმაციის მიღება ფართობის ამჟამინდელი მოიჯარისგან სცადა. ლუკა მსხალაძემ  მოუცლელობის გამო, ორჯერ კომენტარზე უარი გვითხრა, მოგვიანებით თავად დაგვპირდა დაკავშირებას. დღის ბოლოს კი, კომპანიის წარმომადგენელმა ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

ინფორმაციისთვის: აუქციონში გამარჯვებული (მოიჯარე) ვალდებულია სარგებლობაში გადაცემულ უძრავ ქონებაში, განათავსოს შემდეგი საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი: კაფეტერია და უზრუნველყოს მისი ექსპლუატაცია.

  • პირობა 1: აუქციონში მიღებული კანდიდატს უნდა ქონდეს საერთაშორისო გამოცდილება, მათ შორის, უნდა წარმოადგენდეს საერთაშორისო ბრენდს შესაბამისი სტანდარტებით.
  • პირობა 2: აუქციონში მიღებულ კანდიდატმა უნდა უზრუნველყოს თეატრის მიერ ჩატარებული სპექტაკლის გმირების შესაბამისად შექმნილი თოჯინების (სუვენირების), საყოველთაო პოპულარიზაცია, როგორც საქართველოში ასევე საერთაშორისო ქსელში, შემდგომში რეალიზაციისა და პოპულარიზაციის მიზნით.
  • პირობა 3: უზრუნველყოს ზემოაღნიშნულ თეატრის მიერ სარგებლობაში გადაცემულ უძრავ ქონებაში ლიტერატურული და შემოქმედებითი საღამოების, ღონისძიებების გამართვა, მოიწვიოს სხვადასხვა ხელოვნების წარმომადგენლები.
  • პირობა 4: გონივრულ ვადებში (10 დღე) წარმოადგინოს სარგებლობაში გადაცემული ქონების 3D ფორმატის დიზაინი.

ეს იმ პირობების არასრული ჩამონათვალია, რაც ამ ეტაპზე მოიჯარეს არ შეუსრულებია. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს “გლობალ კოფე ჯორჯია” აუქციონამდე რამდენიმე დღით ადრე დარეგისტრირდა.

ცნობისთვის: კაფეტერიის მოსაწყობად, თეატრის ისტორიული აივანი შემინეს, რითაც შენობის იერსახე შეიცვალა. დირექტორის, იმედა თავდგირიძის თქმით, ნებართვა გააჩნიათ, თუმცა თეატრის პრესსამსახურმა შესაბამისი დოკუმენტი არ მოგვაწოდა.

 

Post navigation

Previous: “ოცნებამ” ჰომოფობიური კანონპროექტი დაანიცირა
Next: სოფლის გამგებელი თურქეთიდან საქართველოში გადმოსული ძროხის მოპარვას რეალიზაციას ცდილობდა – მოქალაქე

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

kafe tyupebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ

აჭარა თაიმსი ივნისი 25, 2026
mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

აჭარა თაიმსი ივნისი 25, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

აჭარა თაიმსი ივნისი 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 25, 2026
ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ kafe tyupebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ

ივნისი 25, 2026
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

ივნისი 25, 2026
„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად _AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

ივნისი 25, 2026
ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს xelvachauri_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს

ივნისი 25, 2026
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია rugby x coca-cola - for social media post
  • რეკლამა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია

ივნისი 25, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 25, 2026
ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ kafe tyupebi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ

ივნისი 25, 2026
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე mezgvaurebi_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

ივნისი 25, 2026
„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

ივნისი 25, 2026
ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს xelvachauri_AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს

ივნისი 25, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.