Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ევროკავშირმა თევზჭერის ქართული სერტიფიკატები ოფიციალურად აღიარა – სამინისტრო

აჭარა თაიმსი აპრილი 4, 2024
tevzchera_AJARATIMES.GE

ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წერს და იტყობინება, რომ ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები.

უწყების ცნობით, თევზჭერის სერტიფიკატების აღიარება საქართველოს მეთევზეობის დარგს დაეხმარება ევროკავშირის სტანდარტებთან კიდევ ერთხელ დაახლოებაში, კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და ქვეყანაში მაღალი სტანდარტის თევზჭერის მეთოდების დანერგვაში.

„აღსანიშნავია, რომ, აღიარების შემდგომ, ქართველი მეწარმეებისთვის შესაძლებელი გახდება ზღვაში დაჭერილი ზღვის თევზისა და თევზჭერის პროდუქტების  ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

აღნიშნული აღიარება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლო წლების განმავლობაში შესაბამისი მიმართულებებით გატარებული რეფორმების შედეგია. ევროკავშირის რეგულაციების გათვალისწინებით და არსებულ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერის პრევენციის, გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა. ქვეყანაში მოქმედებს  ავტორიზაციისა და კონტროლის მექანიზმები; სამინისტრომ დაამტკიცა ჭერის სერტიფიკატის ფორმა და დარღვევებისთვის პასუხისმგებლობის ზომები დააწესა“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
Next: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე 13 პირი დააკავეს, ერთი კი ამხილეს – შსს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ბინიდან 38 580 ევრო-დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარეს – დაკავებულია ერთი პირი

აჭარა თაიმსი ნოემბერი 18, 2026
dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი სამი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 17, 2026
gandagana festivaliAJARATIMES.GE
  • ბათუმი

„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით

აჭარა თაიმსი ნოემბერი 15, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 18, 2026
საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი zroxa,gori,katami_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი

ნოემბერი 18, 2026
ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა – დარღვევაზე ჯარიმა 300 ლარამდეა gamonabolqvi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა – დარღვევაზე ჯარიმა 300 ლარამდეა

ნოემბერი 18, 2026
ბათუმში ბინიდან 38 580 ევრო-დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარეს – დაკავებულია ერთი პირი dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ბინიდან 38 580 ევრო-დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარეს – დაკავებულია ერთი პირი

ნოემბერი 18, 2026
მოუვლელი საზოგადოებრივი ტუალეტები ქობულეთში – მოქალაქეების პრეტენზიები და უპასუხო კითხვები tualeti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

მოუვლელი საზოგადოებრივი ტუალეტები ქობულეთში – მოქალაქეების პრეტენზიები და უპასუხო კითხვები

ნოემბერი 17, 2026
მხარეები ბრალდებებისა და მტკიცებულებების საკითხზე ვერ თანხმდებიან – საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მხარეები ბრალდებებისა და მტკიცებულებების საკითხზე ვერ თანხმდებიან – საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 17, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 18, 2026
საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი zroxa,gori,katami_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი

ნოემბერი 18, 2026
ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა – დარღვევაზე ჯარიმა 300 ლარამდეა gamonabolqvi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა – დარღვევაზე ჯარიმა 300 ლარამდეა

ნოემბერი 18, 2026
ბათუმში ბინიდან 38 580 ევრო-დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარეს – დაკავებულია ერთი პირი dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ბინიდან 38 580 ევრო-დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარეს – დაკავებულია ერთი პირი

ნოემბერი 18, 2026
მოუვლელი საზოგადოებრივი ტუალეტები ქობულეთში – მოქალაქეების პრეტენზიები და უპასუხო კითხვები tualeti_AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

მოუვლელი საზოგადოებრივი ტუალეტები ქობულეთში – მოქალაქეების პრეტენზიები და უპასუხო კითხვები

ნოემბერი 17, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.