Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

9 მაისს ბათუმში ევროპის დღე აღინიშნება

აჭარა თაიმსი მაისი 8, 2024
bsu_ajaratimes.ge

9 მაისს ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს. თარიღს ბათუმიც უერთდება. ღონისძიება ბსუ-ს ეზოში 17:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიება ჟან მონეს კათედრის ფარგლებში დაიგეგმა და სხვადასხვა აქტივობა გაიმართება.

“რუსული კანონი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხსის ინტერესებს და ევროპულ მისწრაფებებს, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, ევროკავშირის სამართალს და მისი მიღების შემთხვევაში, საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში. სამწუხაროდ დღეს ბსუ-ს ადმინისტრაცია, რომელსაც აქვს თანამშრომლობა 200-ზე მეტ უცხოურ უნივერსიტეტთან, და პროფესორების უმრავლესობა, რომლებიც გაცვლითი პროგრამებით მოგზაურობენ ევროპაში, არ გამოხატავენ თავიანთ პოზიციას ამ კანონის წინააღმდეგ.

ჩვენ როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ვაცხადებთ, რომ ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება სრულად შეწყდეს ერაზმუს+ პროგრამის განხორციელება, როგორც ეს მოხდა რუსეთსა და ბელორუსში. გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს კანონის წინააღმდეგ და მოვუწოდებთ ყველა პროფესორს, სტუდენტს გამოხატონ თავიანთი პოზიცია საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირის სამართლის საწინააღმნდეგო კანონის წინააღმდეგ.

ჩვენ ჟან მონეს კათედრის ფარგლებში, ბსუ-ში ყოველ წელს აღვნიშნავთ ევროპის დღეს. წელსაც გიწვევთ ჩვენი პროგრამის კურსდამთავრებულს, მონაწილეებს, სტუდენტებს, პროფესორებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, შევიკრიბოთ 2024 წლის 9 მაისს, 17 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ (ბულვარის მხარეს, შადრევანთან) და ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე,” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის: 2020 წელს ბსუ-ში ევროკავშირის მხარდაჭერით ჟან მონეს პირველი კათედრა ჩამოყალიბდა. ჟან მონეს კათედრა მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.

 

Post navigation

Previous: აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 14.28% პასიურია – CDA
Next: აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის 30 ფაქტი გამოვლინდა – გზდ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სამი პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ საქმეზე დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 4, 2026
susi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 3, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს – ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკები და კანაფის სათბური

აჭარა თაიმსი აგვისტო 2, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სამი პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ საქმეზე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სამი პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ საქმეზე დააკავეს

აგვისტო 4, 2026
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს susi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

აგვისტო 3, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 3, 2026
ვინ და როგორ აწყობს რუსი ბროკერების ტურებს ბათუმსა და ჩაქვში – ჟურნალისტური გამოძიება 0d34a8f8-9736-4e2f-8002-3dcd15e78a62
  • საქართველო

ვინ და როგორ აწყობს რუსი ბროკერების ტურებს ბათუმსა და ჩაქვში – ჟურნალისტური გამოძიება

აგვისტო 3, 2026
„დინამო ბათუმი“ ყიფიანის თასის 1/4-ფინალშია _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ ყიფიანის თასის 1/4-ფინალშია

აგვისტო 2, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს – ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკები და კანაფის სათბური policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს – ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკები და კანაფის სათბური

აგვისტო 2, 2026
სამი პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ საქმეზე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

სამი პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ საქმეზე დააკავეს

აგვისტო 4, 2026
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს susi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

აგვისტო 3, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 3, 2026
ვინ და როგორ აწყობს რუსი ბროკერების ტურებს ბათუმსა და ჩაქვში – ჟურნალისტური გამოძიება 0d34a8f8-9736-4e2f-8002-3dcd15e78a62 4
  • საქართველო

ვინ და როგორ აწყობს რუსი ბროკერების ტურებს ბათუმსა და ჩაქვში – ჟურნალისტური გამოძიება

აგვისტო 3, 2026
„დინამო ბათუმი“ ყიფიანის თასის 1/4-ფინალშია _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ ყიფიანის თასის 1/4-ფინალშია

აგვისტო 2, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.