Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბსუ კურსდამთავრებულებისთვის ერთობლივ, გამოსაშვებ საღამოს არ აკეთებს

სულხან მესხიძე ივლისი 19, 2024
bsu_AJARATIMES.GE

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს, კურსდამთავრებულებს ერთობლივი ღონისძიების გარეშე დაემშვიდობება, ამის შესახებ სტუდენტებს უკვე აცნობეს, რაც მათი უკმაყოფილების მიზეზი გახდა. არადა ახალგაზრდები წინა წლების მსგავსად, გრანდიოზულ, სხვადასხვა აქტივობით დატვირთულ საღამოს ელოდებოდნენ.

ის, რომ წელს ღონისძება არ გაიმართება სტუდენტთა ნაწილს ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩია, ისინი ამ დრომდე უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან განმარტებებს ელოდებიან. ახალგაზრდები სოციალურ ქსელში იმასაც წერენ, რომ შესაძლოა ღონისძიების ორგანიზების შესახებ უნივერსიტეტს წერილობით მიმართონ.

სტუდენტები ასევე იმასაც ეჭვობენ, რომ ისინი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობისა და ორგანიზების პროცესში ჩართვისთვის დასაჯეს.

აი, რას წერენ ბსუ-ს სტუდენტები სოციალურ ქსელში:

  • “როგორც გაირკვა წელს უნივერსიტეტი მთელი კურსდამთავრებულებისთვის დიდ, საერთო გამოშვებას არ ატარებს და გამოსაშვებები ჩატარდება მხოლოდ ფაკულტეტებზე ცალ-ცალკე ყველანაირი გრანდიოზული ღონისძიებების გარეშე. შარშან თუ გახსოვთ ძალიან კარგი გამოსაშვები მოაწყვეს, გაფორმებული იყო ეზო და თამადაც ყავდათ მოწვეული. მგონია, რომ ყველას უნდა გვქონდეს იმის სურვილი, რომ არ დავიჩაგროთ და უნივერსიტეტმა ჩვენც ასეთივე გამოსაშვები მოგვიწყოს. შესაბამისად, რა აზრის ხართ რომ ყველამ ერთად მოვითხოვოთ საერთო გამოსაშვები უნივერსიტეტის შიდა ეზოში”
  • “4 წლის უკან არ ჩატარდა სკოლის დამთავრების გამოშვება. უნივერსიტეტის იმედზე ვიყავი და ისინიც არაფერს არ აკეთებენ. რა დროს ვცხოვრობთ”
  • “უნდა ჩატარდეს საერთო დიდი ღონისძიება”
  • “კორონას მერე დაჩაგრულების რანგში ყოფნა მოსაწყენია, იაქტიურეეთ”
  • “ამდენი ხანი იმიტომ გაწელეს რომ არაფერი ყოფილიყო”
  • “დაგვსაჯეს ხომ პროტესტანტი სტუდენტები? ალბათ ახლა იმის შიშიც აქვთ რომ დიდ ღონისძიებაზე ბანერები არ გავშალოთ”
  • პროტესტის შეეშინდათ? ხალხო გაგვიკეთეთ დიდი ღონისძიება, ნუ გეშინიათ თქვენს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ვიზეიმებთ და რუსულ კანონს არ ვახსენებთ”

“აჭარა თაიმსი” ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ ფაკულტეტების მიხედვით ტარდება გაცილების ცერემონია და ამის შესახებ სტუდენტები ინფორმირებულები არიან. რატომ არ იმართება ერთობლივი ღონისძიება? კითხვაზე ბსუ-ში არ გვიპასუხეს.

“ორშაბათიდან ფაკულტეტების მიხედვით ტარდება გაცილების ცერემონია, ეს აპრობირებული მეთოდია ბევრ უნივერსიტეტში. სტუდენტები უკვე ემზადებიან. წელს უნივერსიტეტმა ფაკულტეტებთან შეთანხმებით, გადაწყვიტა რომ ზეიმი ეზოში გაიმართოს,” – გვითხრეს ბსუ-ში. 

 

Post navigation

Previous: ბათუმში რამდენიმე ავტომობილი დააზიანეს
Next: დაჭრის ფაქტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sabavshvo bagi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კომპანია, რომელიც ბათუმის საბავშვო ბაღებს ქათმის ხორცით ამარაგებს, „შავ სიაშია“ შეყვანილი

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 4, 2026
batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში 128 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 2, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სამშენებლო კომპანიის ორი ხელმძღვანელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 2, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბიბლიოთეკა, რომელიც წლებია ახალ სიცოცხლეს ელოდება qobuletis biblioteka_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბიბლიოთეკა, რომელიც წლებია ახალ სიცოცხლეს ელოდება

ოქტომბერი 5, 2026
კომპანია, რომელიც ბათუმის საბავშვო ბაღებს ქათმის ხორცით ამარაგებს, „შავ სიაშია“ შეყვანილი sabavshvo bagi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კომპანია, რომელიც ბათუმის საბავშვო ბაღებს ქათმის ხორცით ამარაგებს, „შავ სიაშია“ შეყვანილი

ოქტომბერი 4, 2026
„ვინც ეძებს, ის პოულობს“ – ოქროს მაძიებელი ქობულეთის სანაპიროდან oqros maziebeli_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

„ვინც ეძებს, ის პოულობს“ – ოქროს მაძიებელი ქობულეთის სანაპიროდან

ოქტომბერი 4, 2026
ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს

ოქტომბერი 3, 2026
„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო

ოქტომბერი 3, 2026
ბათუმის აეროპორტში 128 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში 128 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

ოქტომბერი 2, 2026
ბიბლიოთეკა, რომელიც წლებია ახალ სიცოცხლეს ელოდება qobuletis biblioteka_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ბიბლიოთეკა, რომელიც წლებია ახალ სიცოცხლეს ელოდება

ოქტომბერი 5, 2026
კომპანია, რომელიც ბათუმის საბავშვო ბაღებს ქათმის ხორცით ამარაგებს, „შავ სიაშია“ შეყვანილი sabavshvo bagi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

კომპანია, რომელიც ბათუმის საბავშვო ბაღებს ქათმის ხორცით ამარაგებს, „შავ სიაშია“ შეყვანილი

ოქტომბერი 4, 2026
„ვინც ეძებს, ის პოულობს“ – ოქროს მაძიებელი ქობულეთის სანაპიროდან oqros maziebeli_AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

„ვინც ეძებს, ის პოულობს“ – ოქროს მაძიებელი ქობულეთის სანაპიროდან

ოქტომბერი 4, 2026
ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს

ოქტომბერი 3, 2026
„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო

ოქტომბერი 3, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.