Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • შუახევი

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

აჭარა თაიმსი აგვისტო 24, 2024
nadiroba_AJARATIMES.GE

24 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა და მომდევნო წლის 1 მარტამდე გაგრძელდება, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ნადირობამდე უნდა გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი). გადახდიდან შვიდი დღის (გადახდის დღის ჩათვლით) განმავლობაში ნადირობის შემთხვევაში, თან უნდა იქონიოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.

7 დღის შემდეგ დოკუმენტები აისახება დეპარტამენტის ელექტრონულ ბაზებში. ასევე, ნადირობისას, მონადირემ თან უნდა იქონიოს შსს-ის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ნადირობა აკრძალულია ყველა სხვა იარაღიდან, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი), სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღიდან და სანადირო პნევმატური იარაღიდან.

“ნადირობა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ადგილებში, მათ შორის: საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში; სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე.

უკანონო ნადირობაზე ჯარიმა, მონადირებული ობიექტის სახეობისა და ნადირობის კონკრეტული წესის დარღვევის მიხედვით, 150-დან  3000 ლარამდე მერყეობს. უმრავლეს შემთხვევაში, კანონი მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან მოწყობილობის კონფისკაციასაც ითვალისწინებს. რიგ შემთხვევებში კი, სამართალდამრღვევს, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება 1, 2 ან 3 წლით ჩამოერთმევა,” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ინფორმაციისთვის: უწყების ცნობით, ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები ნადირობის ადგილების მიხედვით ვრცლად იხილეთ მითითებულ ბმულზე

Post navigation

Previous: Ჩვენ ამისგან ვაკეთებთ – საქართველოსა და USAID-ის თანამშრომლობის “არაჩვეულებრივი გამოფენა”
Next: ბათუმში, კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევსა და ქედაში სახელმწიფო ტყეში უკანონო კოტეჯები აღმოაჩინეს

აჭარა თაიმსი აპრილი 8, 2026
shuaxevi_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის შესრულებას 3 მილიონ ლარზე მეტი დააკლდა – აუდიტი

აჭარა თაიმსი მარტი 10, 2026
xandzari_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა – დაშავდა ორი ხანდაზმული

აჭარა თაიმსი თებერვალი 10, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერდა

აპრილი 30, 2026
სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა

აპრილი 30, 2026
საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესის ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესის ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო

აპრილი 30, 2026
„ფკ ბათუმი“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„ფკ ბათუმი“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა

აპრილი 30, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აპრილი 29, 2026
ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

აპრილი 29, 2026
ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერდა _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთში ფრინველის არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერდა

აპრილი 30, 2026
სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა

აპრილი 30, 2026
საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესის ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესის ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო

აპრილი 30, 2026
„ფკ ბათუმი“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„ფკ ბათუმი“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა

აპრილი 30, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აპრილი 29, 2026

სიახლეების კალენდარი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.