Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები

ცესკოს მიერ წილისყრაზე მიღებული დადგენილება კანონთან შეუსაბამოა – TI

აჭარა თაიმსი აგვისტო 29, 2024
cesko_AJARATIMES.GE

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, ცესკო-ს დადგენილება, რომ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციის გადასანაწილებელი წილისყრა არჩევნების დღის ნაცვლად, არჩევნებამდე 7 დღით ადრე ჩატარდება, კანონთან შეუსაბამოა.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი წესის შედეგად პრაქტიკულად შეუძლებელია, არჩევნებამდე 7 ან მეტი დღით ადრე საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ გახსნილ 3000-ზე მეტ უბანზე, მხოლოდ წილისყრის პროცედურის დასაკვირვებლად მოხდეს მასშტაბური სადამკვირვებლო რესურსის მობილიზება.

„2024 წლის 16 აგვისტოს ცესკო-მ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციის გადასანაწილებელი წილისყრა არჩევნების დღის ნაცვლად, არჩევნებამდე 7 დღით ადრე ჩატარდება. ეს ცვლილება აზიანებს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას და ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს.

საარჩევნო უბანზე ფუნქციების გადასანაწილებელი წილისყრა წყვეტს თუ რომელმა კომისიის წევრმა რა ფუნქცია უნდა შეასრულოს კენჭისყრის დღეს. უბანზე წილისყრით ნაწილდებოდა ამომრჩევლის რეგისტრატორის და ნაკადის მომწესრიგებლის ფუნქცია. ორივე ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანია, მათზეა დამოკიდებული ამომრჩევლის სრულყოფილი ვერიფიცირება, ორჯერ ხმის მიცემის პრევენცია, ამომრჩევლისთვის მარკირების გაკეთება და შემოწმება.

აქამდე მოქმედი წესით ზემოაღნიშნული პროცედურა არჩევნების დღის დილის 7:00 საათიდან 8:00 საათამდე პერიოდში იმართებოდა. შესაბამისად, ამ პროცედურას აკვირდებოდა ყველა ჩართული მხარე ვისაც არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლება აქვს: ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები, მედიების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ეს უზრუნველყოფდა წილისყრის პროცესზე სრულყოფილ დაკვირვებას ყველა საარჩევნო უბანზე. ცესკო-ს მიერ მიღებული ახალი წესის შედეგად პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ არჩევნებამდე 7 ან მეტი დღით ადრე საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ გახსნილ 3000-ზე მეტ უბანზე, მხოლოდ წილისყრის პროცედურის დასაკვირვებლად მოხდეს მასშტაბური სადამკვირვებლო რესურსის მობილიზება. ცვლილების შედეგად გარანტირებულად დაზიანდება წილისყრის პროცედურაზე დაკვირვების ხარისხი, რაც უდავოდ შეამცირეს პროცესის გამჭვირვალობას.

ცესკო-ს დადგენილებაში, მისი „კანონიერების“ დასასაბუთებლად, მითითებულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი. აღნიშნული ნორმის თანახმად, „გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები.“

ჯერ ერთი, ცესკო უგულებელყოფს იმავე მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ღ1“ ქვეპუნქტის დანაწესს, რომლის თანახმად, ცესკო უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს სხვა საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები, გარდა კენჭისყრის დღის პროცედურებისა“. აღნიშნული გამონაკლისი პირდაპირ უკრძალავს ცესკო-ს, რაიმე ცვლილება შეიტანოს კენჭისყრის დღის პროცედურებში.

მეორეც, დადგენილებაში, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, არ არის დასაბუთებული, რა „გამონაკლის შემთხვევას“ ჰქონდა ადგილი ამ შემთხვევაში და რატომ იქნებოდა „შეუძლებელი“ წილისყრის პროცედურის კენჭისყრის დღეს ჩატარების შემთხვევაში საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების შესრულება ან ვადების დაცვა. 2023 წელს ჩატარებულ შუალედურ არჩევნების დროს, სადაც იგივე ელექტრონული ტექნოლოგიები და პროცედურები იყო გამოყენებული, რისი გამოყენებაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის არის დაგეგმილი, წილისყრის პროცედურების ნაწილში პრობლემა არ გამოვლენილა.

მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გააუქმოს მიღებული დადგენილება და დაიცვას წილისყრის პროცედურის ჩასატარებლად საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული ვადა“,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის განხილვა დაიწყო
Next: “დინამო ბათუმი“ VS „ქუთაისის ტორპედო“

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

opoziciis aliansi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

„ოპოზიციის ალიანსი“ არჩევნების ჩატარებისთვის ექვს ძირითად მოთხოვნას ასახელებს

აჭარა თაიმსი მაისი 15, 2026
emigrantebi da archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ

აჭარა თაიმსი ნოემბერი 17, 2025
archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოში არჩევნები რეპრესიებისა და მედიის შეზღუდვის ფონზე ტარდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 4, 2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა

ივნისი 13, 2026
„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

ივნისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 12, 2026
სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

ივნისი 12, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“ dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

ივნისი 12, 2026
სროლა ბათუმის ბულვარში – ორი პირი მსუბუქად დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სროლა ბათუმის ბულვარში – ორი პირი მსუბუქად დაშავდა

ივნისი 12, 2026
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა

ივნისი 13, 2026
„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

ივნისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 12, 2026
სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

ივნისი 12, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“ dakaveba_ajaratimes.ge 5
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

ივნისი 12, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.