Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ღამის სერენადებმა“ შშმ პირებისთვის ვორკშოპი ჩაატარა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 6, 2024
_AJARATIMES.GE

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ ფარგლებში, კავშირ „მშობელთა ხიდის“  ბენეფიციარებისთვის ვორკშოპი გაიმართა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მასტერკლასი მხატვარ–დიზაინერმა ნინო  მირიანაშვილმა ჩაატარა.

„მშობელთა ხიდის“  ბენეფიციარებმა  მონაწილეობა მიიღეს ვორკშოპში „პაპიე მაშე – გაცოცხლებული ყვავილი“, მათ  დეკორატიული ყვავილი, პაპიე მაშეს ტექნიკით შექმნეს.

ნინა ცაგარელი, „ღამის სერენადების“ დირექტორი:

„უკვე მე-5 წელია ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ ფარგლებში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ვატარებთ ვორკშოპებს ამ საოცარი ბავშვებისთვის. მადლიერების ემოცია, რომელსაც ისინი გვჩუქნიან, დაუვიწყარია მთელი წლის განმავლობაში მთელი ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფისთვის.“

ნინო მირიანაშვილი, დიზაინერი:

„დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო მასტერკლასი ბავშვებთან, გავაკეთეთ ულამაზესი ყვავილები ქაღალდებისგან. ეგონათ, ვერ შეძლებდნენ, მაგრამ ფანტასტიურად გაართვეს თავი. არაჩვეულებრივი ნამუშევრები შექმნეს პაპიე მაშეს ტექნიკით ხელსახოცებისგან საღებავის დამატებით. ამ ბავშვებთან მასტერკლასს რამდენიმე წელია „ღამის სერენადების“ ფესტივალის დამსახურებით ვატარებ. ძალიან მიყვარს თითოეული მათგანი, ცდილობენ მაქსიმალურად კარგად გააკეთონ ყველაფერი. ამ მასტერკლასებით ბავშვები ხელოვნების სხვადასხვა ასპექტებს ეცნობიან, უმუშავდებათ მოტორიკა, თითების მოძრაობა, ეხვეწებათ გემოვნება და რაც მთავარია, ამ ყველაფერს გამოიყენებენ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე: როგორც საჩუქარი, უსახსოვებენ საყვარელ ადამიანებს, სახლს მორთავენ, საერთო სივრცეს მორთავენ დიზაინერებივით.  დიდი მადლობა ფესტივალის ხელმძღვანელობას, რომ ყოველ წელს ამ ბავშვებს აბედნიერებს და ახალისებს და მეც მაძლევს საშუალებას გავულამაზო ერთი დღე.“

თეონა ყაჭეიშვილი „მშობელთა ხიდის“ თავმჯდომარე:

„30 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი და ახალგაზრდა ტრადიციულად იღებს მონაწილეობას ამ მასტერკლასებში. არაჩვეულებრივი დიზაინერი მათ ასწავლის ახალ ტექნიკას, უვითარებს ახალ უნარ-ჩვევებს, რაც მთავარია პოზიტიური განწყობით. ეს ყველაფერი კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აბ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის.“

15 სექტემბრიდან „ღამის სერენადები” კონცერტებს თბილისში გამართავს. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში 15 სექტემბერს ბეატრიჩე ვენეცი (დირიჟორი, იტალია), სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო, საქართველო) და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი შეასრულებს ოტორინო რესპიგის რომის პინიებს, სერგეი რახმანინოვის საფორტეპიანო კონცერტს No. 3 რემინორი, თხზ. 30.

17 სექტემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, დიდი დარბაზი მარიამ როინიშვილის (სოპრანო, საქართველო), გიორგი ოიკაშვილის (კლარნეტი, საქართველო) და ფესტივალის საბაზო ორკესტრის “საქართველოს ვირტუოზები” (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე) ერთობლივ კონცერტს უმასპინძლებს. საკონცერტო პროგრამაშია: ალბერტო ნეპომუსენუს – სიმებიანი კვარტეტი N3 “Brasiliero”; ალბერტო ნეპომუსენუს – Andante espressivo სიმებიანი საკრავებისთვის; ალბერტო ნეპომუსენუს – სერენადა სიმებიანი საკრავებისთვის; ჰეიტორ ვილა-ლობოსის – 18-ე საუკუნის პოეტის სიმღერა, Cancao de cristal, Samba Classico, Modinha, Melodia Sentimental; შიკინია გონზაგას – Corta Jaca; ზეკინია დე აბრეუ ს- Tico Tico.

„ღამის სერენადები” 18 სექტემბერს თბილისსის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაგრძელდება და ჩეხი კომპოზიტორის ბედრჟიხ სმეტანას 200 წლის იუბილეს მიეძღვნება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ გიორგი შავერზაშვილი (ფორტეპიანო, საქართველო) და გიორგი ხაინდრავა (ვიოლინო, საქართველო). მუსიკოსები ბედრჟიხ სმეტანას და ანტონინ დვორჟაკის ნაწარმოებებს დაუკრავენ.

წლევანდელი ფესტივალი  20 სექტემბერს თბილისი ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში საზეიმოდ დაიხურება. დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე წარსდგებიან ანდრეს გაბეტა (ვიოლინო / დირიჟორი, საფრანგეთი), მორის შტიგერი (ბლოკ ფლეიტა, შვეიცარია) და ფესტივალის საბაზო ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე). პროგრამაშია: ევარისტო ფელიჩე დალაბაკო – კონცერტი რე მაჟორი, თხზ.5 N6 – ჩაკონა; ანტონიო ვივალდი – კონცერტი ფლეიტისთვის სი-ბემოლ მაჟორი,RV 375; ანტონიო ვივალდი – კონცერტი ვიოლინოსთვის დო მაჟორი, RV 190; ანტონიო ვივალდი – კონცერტი ფლეიტისთვის რე მაჟორი „Il Gardellino“, RV 428; პიეტრო ლოკატელი – კონჩერტო გროსო დო მინორი, თხზ.1 N11; ანტონიო ვივალდი – კონცერტი ბლოკ-ფლეიტისთვის დო მაჟორი, RV 443; ანტონიო ვივალდი – კონცერტი ვიოლინოსთვის რე მაჟორი, RV 208 „Grosso Mogul“; ანტონიო ვივალდი – კონცერტი ვიოლინოსა და ბლოკ-ფლეიტისთვის სოლ მაჟორი, RV516.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო,აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, ბრაზილიის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის საელჩო საქართველოში.

მასპინძელი სასტუმრო: ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი. ფესტივალის პარტნიორები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სასტუმრო ბორჯომი ლიკანი. ფესტივალის მხარდამჭერი კომპანიები: “ჯიპისი აფთიაქი”,მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან „ივ როშე“, პრემიუმ კოსმეტიკის ვეგანური, ქართული ბრენდი “პიელ ნატურალსი”.ძმები ხუციშვილების „ღვინის მარანი“, ღვინის კომპანია „GEORGIAN LEGEND”.

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, “პოს ტვ”, “ევრონიუს ჯორჯია“, Billboard Georgia, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან ტაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება”, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო“კლიპ არტი“, საინფორმაციო პორტალი „ambebi.ge”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, “ჯორჯიან პრესი“, ინგლისურენოვანი გაზეთი „Georgia Today”, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი “Messenger”, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, ონლაინ მედია “აჭარა თაიმსი”, რადიო „ფორტუნა“ და ვებ პლატფორმა „ფორტუნა.ჯი“.

Post navigation

Previous: მოსახლეობამ ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი გზა გადაკეტა – რას ითხოვენ ადგილობრივები
Next: ახალი მიკროავტობუსების მარშრუტები და მგზავრობის საფასური ცნობილია

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

ilia verdzadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს 

აჭარა თაიმსი აგვისტო 13, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

აჭარა თაიმსი აგვისტო 13, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის საქმეზე ბრალდებულებს 7-7 ათასი ლარის გირაო შეეფარდათ

აჭარა თაიმსი აგვისტო 12, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აგვისტო 14, 2026
მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის

აგვისტო 13, 2026
დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს  ilia verdzadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს 

აგვისტო 13, 2026
როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს

აგვისტო 13, 2026
სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

აგვისტო 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi, santeli_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აგვისტო 14, 2026
მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის

აგვისტო 13, 2026
დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს  ilia verdzadze_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს 

აგვისტო 13, 2026
როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს

აგვისტო 13, 2026
სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

აგვისტო 13, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.