Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები

ამომრჩევლებს 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანი მოემსახურება – ცესკო

აჭარა თაიმსი სექტემბერი 26, 2024
cesko_AJARATIMES.GE

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, საქართველოს საზღვრებს გარეთ, 42 ქვეყანაში, 60 საარჩევნო უბანი გაიხსნება, ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მას აქვს შესაძლებლობა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის დღიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო მიზნებისთვის გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში.

“მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩართული მხარე აქტიურად ცდილობდა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხის სამართლებრივიდან პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური მონაცემების საფუძველზე პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები 42 ქვეყანაში შექმნა. აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ იხსნება იმაზე მეტი უბანი, ვიდრე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მათ შორის, საარჩევნო უბნები იხსნება ისეთ ქვეყნებში, სადაც არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არც ერთ წინა არჩევნებზე, მაგალითად არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა და ასე შემდეგ.

კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იქნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის, სხვა რეგულაციებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, არ ითვალისწინებს. მათ შორის, არც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში გამოგზავნილი წერილის საფუძველზე საარჩევნო უბნის გახსნას. აქედან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია დაინტერესებული პირების მხრიდან აღნიშნული თემით მანიპულირება”. – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.

Post navigation

Previous: აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები – პარტიული სიები ცნობილია, ნახეთ ჩამონათვალი
Next: დინამო ბათუმი VS გორის დილა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

opoziciis aliansi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

„ოპოზიციის ალიანსი“ არჩევნების ჩატარებისთვის ექვს ძირითად მოთხოვნას ასახელებს

აჭარა თაიმსი მაისი 15, 2026
emigrantebi da archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ

აჭარა თაიმსი ნოემბერი 17, 2025
archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოში არჩევნები რეპრესიებისა და მედიის შეზღუდვის ფონზე ტარდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 4, 2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს

ივლისი 24, 2026
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით IMG_3798
  • რეკლამა

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით

ივლისი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 24, 2026
ბათუმის პორტი შესაძლოა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში გამოიყენებოდეს – კვლევა batumis porti_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის პორტი შესაძლოა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში გამოიყენებოდეს – კვლევა

ივლისი 24, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE 2
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს

ივლისი 24, 2026
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით IMG_3798 4
  • რეკლამა

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით

ივლისი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 24, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.