Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები
  • ქობულეთი

ბუნებრივი აირი არჩევნების წინა დღით

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 25, 2024
_AJARATIMES.GE

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დღეს, ქობულეთში, მედიის გარეშე, ერთ ოჯახში იმყოფებოდა, სადაც თორნიკე რიჟვაძემ გაზქურა აანთო.

მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დაკონკრეტებული არაა თუ რამდენ ოჯახს შეუყვანეს არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ბუნებრივი აირი.

ინფორმაცია სოციალურ ქსელში ქობულეთის მერმაც განათავსა, რომელსაც ერთ-ერთმა მოქალაქემ ასეთი შინაარსის კომენტარი დაუწერა:

“მე შოკში ვარ, და ალბათ თქვენ სრულ აგონიაში. ცენტრალური გზიდან, ჩემს სახლთან მისვლამდე, სრულიად ყველა მილი განადგურებულია, არა თუ დაზიანებული და სრულიად ლეღვაში კატასტროფული მდგომარეობაა. გაზი? სად აინთო? ეგ ოჯახი მაინტერესებს პირველ რიგში სადაც გაზი აინთო. ასეთი სპეკტაკლები წინა წლებშიც გვინახავს. ბატონი რიჟვაძე რომ ამოვიდა და გაზი აანთო, არჩევნების წინ, რამდენიმე საათით ადრე, 5 წელია რომ ვყვირით, მოგვხედეთ-თქო, ახლა გავახსენდით? სხვა პრობლემებს თუ გადახედა. აი, ბატონი ცოტნეს ნახვაც გამიკვირდა, კაი, იმ თავმჯდომარეს შეიძლება უმალავენ ამ ყველაფერს, მაგრამ ლეღვაში დაბადებულ და გაზრდილ კაცს როგორ გაუბედეს ეს მარაზმი, ვერ ვხვდები… თუმცა, აღარ მიკვირს… მე მხოლოდ ის მაინტერესებს, ამ განადგურებული მილების აღდგენა როდის მოასწარით, უკვე გაზი რომ გაიყვანეთ,” – წერს ნიგო ცეზარიშვილი, რომელიც სოფელ ლეღვაში ცხოვრობს.

“აჭარა თაიმსმა” გაარკვია, რომ ლეღვაში ბუნებრივი აირის გარეშე ბევრი ოჯახია. ჩვენ ათამდე, სხვადასხვა ტერიტორიაზე მცხოვრებს ვესაუბრეთ, ისინი ამბობენ, რომ მათი დასახლება გაზიფიცირების გარეშეა.

გავარკვიეთ, რომ ოჯახს, ვისთანაც დღეს თორნიკე რიჟვაძე იმყოფებოდა გაზი, მილით, მეორე სოფლიდან მიუყვანეს. ფაქტს გვიდასტურებენ თალიკო დუმბაძეც.

“ვერ გეტყვით რამდენ ოჯახში შევიდა გაზი. ვიცი, რომ ეტაპობრივად ამონტაჟებენ მილებს. ჩვენი სახლი სოფელ ჯიხანჯურის მილებზე დააერთეს. ლეღვაში, რამდენიმე წლის წინ დამონტაჟებული მილები დაჟანგულია, ბუნებრივ აირს აპარებდა და ახლა აკეთებენ. საკმაოდ დიდი სოფელია ჩვენი, ვიცი რომ ყველგან არაა გაზი. სოციალურად დაუცველებს მონტაჟს იანვარში შეპირდნენ,” – თქვა “აჭარა თაიმსთან” საუბრისას თალიკო დუმბაძემ.

ინფორმაციისთვის: ქობულეთის სოფლების მოსახლეობა გაზიფიცირებას წლებია უშედეგოდ ელოდება. გასულ არჩევნებზე “ოცნების” დაპირება დღემდე შეუსრულებელია.

პროექტი, რიგ სოფლებში ხარვეებით შესრულდა, რის გამოც მილები დაზიანებული და კოროზირებულია. ფაქტებზე ოპოზიციამ პროკურატურას მიმართა.

”აჭარა თაიმსი” თემაზე მუშაობას აგრძელებს. ვრცელ ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

Post navigation

Previous: რა აქტივობები განახორციელა ახალგაზრდა აქტივისტთა კლუბმა
Next: არჩევნების დღე – ყველა ამბავი ერთად

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

4 შშმ პირი, 2 ბავშვი და გზა, სადაც სასწრაფო ვერ მიდის – ქობულეთის მერიისგან მოვიწყებული ოჯახი აჭიდან

ლევან ურიდია სექტემბერი 26, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მერი მოქალაქეს არ ხვდება – სოციალურად დაუცველი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს

ლევან ურიდია სექტემბერი 25, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

როგორია საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებთან

ლევან ურიდია სექტემბერი 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში გაყიდული ბინების 70% უცხოელებმა შეიძინეს – კვლევა daxeuli droshebi,batumi,mshenebloba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში გაყიდული ბინების 70% უცხოელებმა შეიძინეს – კვლევა

სექტემბერი 28, 2026
ბათუმში ავარიისას დაშავებული 33 კვირის ორსულია _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავარიისას დაშავებული 33 კვირის ორსულია

სექტემბერი 28, 2026
სარფში 1.2 კგ-ზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში 1.2 კგ-ზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

სექტემბერი 28, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 28, 2026
მშენებლობის გამო სახლები, გზა და ტროტუარი დაიბზარა – ადგილობრივები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მშენებლობის გამო სახლები, გზა და ტროტუარი დაიბზარა – ადგილობრივები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

სექტემბერი 27, 2026
აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 51 000 ლარის დივან-სავარძლები შეიძინა sammartvelo,ajaris policia,sapatrulo_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 51 000 ლარის დივან-სავარძლები შეიძინა

სექტემბერი 27, 2026
ბათუმში გაყიდული ბინების 70% უცხოელებმა შეიძინეს – კვლევა daxeuli droshebi,batumi,mshenebloba_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში გაყიდული ბინების 70% უცხოელებმა შეიძინეს – კვლევა

სექტემბერი 28, 2026
ბათუმში ავარიისას დაშავებული 33 კვირის ორსულია _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ავარიისას დაშავებული 33 კვირის ორსულია

სექტემბერი 28, 2026
სარფში 1.2 კგ-ზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 3
  • ხელვაჩაური

სარფში 1.2 კგ-ზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

სექტემბერი 28, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 28, 2026
მშენებლობის გამო სახლები, გზა და ტროტუარი დაიბზარა – ადგილობრივები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

მშენებლობის გამო სახლები, გზა და ტროტუარი დაიბზარა – ადგილობრივები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

სექტემბერი 27, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.