Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს უნებართვოდ არემონტებენ

სულხან მესხიძე ნოემბერი 15, 2024
profkavshirebi_AJARATIMES.GE

ბათუმში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობას უნებართვოდ არემონტებენ. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის N13-ში, თითქმის სამივე სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ფაქტის ამსახველი ფოტოები “აჭარა თაიმსმა” 14 ნოემბერს გადაიღო.

შენობაში კერძო კომპანიებს საოფისე ფართობები აქვთ ნაქირავები. ადგილზე კარების, იატაკისა და კედლების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული შენობა ამ ეტაპზე, პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკურ გაერთიანებას ეკუთვნის.

კომენტარისთვის ჩვენ პროფკავშირების აჭარის ორგანიზაციას დავუკავშირდით, გვაინტერესებდა ვისთან იყო შეთანხმებული სამუშაოები. ლევან გურგენიძემ არ იცოდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე რეაბილიტაცია ნებართვას თუ საჭიროებდა.

“შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, კოსმეტიკური. თუ დანაშაულია მივალთ სააგენტოში და დაველაპარაკებით, პასუხს ვაგებთ თუ საჭიროა. კარის გამოცვლა მე ვფიქრობ დანაშაული არაა, მზიდი კედლები არ ფუჭდება. განახლება ხდება მხოლოდ,” – თქვა ჩვენთან საუბრისას ლევან გურგენიძემ.

კანონდარღვევის შესახებ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ჩვენგან შეიტყო, სადაც გვითხრეს, რომ მონიტორინგის ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გავიდა და ფაქტს სწავლობენ.

“სამართალწარმოება უკვე დაწყებულია, რომლის შემდგომაც გაირკვევა თუ რა სახის რეაგირება გატარდება,” – განაცხადეს სააგენტოში.

ცნობისთვის: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ვოლფენზონის სახლი XIX სს-ის ბოლოსაა აგებული. შენობის ფასადები შეულესავი აგურისაა. კედლის სიბრტყე ფასადების კიდურა ნაწილებში და შესასვლელთან რიზალიტითაა დანაწევრებული. ამავე მონაკვეთში განთავსებულია ლითონის აჟურულმოაჯირიანი და შეკიდული აივნები. ღიობები სხვადასხვა სიგანისაა  თუმცა ფორმით ყველა  ბრტყელთაღოვანი ან თაღოვანია. მათი საპირეები კრონშტეინებსა და მრგვალი პილასტრების შვერილ კაპიტელებს ემყარება.

აგურის ფასადზე წნულორნამენტიანი ქვის მოჩარჩოებული დიდი ფილები და აგურის ამოზიდული წყობით შესრულებული ტეხილხაზოვანი დეკორატიული ჩანართებია განაწილებული.შენობის კუთხეს ასრულებს მცირე ზომის ტეხილკარნიზიანი მანსარდის სათავსი. ეზოში შესასვლელი თაღოვანი ღიობი ლითონის ჭიშკრით მ.აბაშიძის ქუჩისკენაა განთავსებული. ნაგებობა სოლიდური  მასშტაბისაა და კარგად აყალიბებს ქალაქის ამ მონაკვეთის გეგმარებით სტრუქტურას, აქვს გამოკვეთილი მხატვრული სახე და ახასიათებს სამშენებლო ოსტატობის მაღალი დონე.

აქვე დაგაინტერესებთ: კურსელი მოადგილედ – საკადრო ცვლილებები აჭარის კულტურული მემდვიდრეობის დაცვის სააგენტოში

 

Post navigation

Previous: მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
Next: ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა – ადმინისტრაციამ შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dachra_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ახალ ბულვარში დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაშავდა, ერთი ცივი იარაღით დაჭრეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 20, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ე.წ. „ოცნების ქალაქში“

აჭარა თაიმსი აგვისტო 20, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ახალგაზრდა კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა

აჭარა თაიმსი აგვისტო 19, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს eleqtroenergia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 20, 2026
ახალ ბულვარში დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაშავდა, ერთი ცივი იარაღით დაჭრეს dachra_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ახალ ბულვარში დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაშავდა, ერთი ცივი იარაღით დაჭრეს

აგვისტო 20, 2026
დაკარგულები აჭარიდან – ოჯახები პასუხებს წლებია ელოდებიან dakargulebi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

დაკარგულები აჭარიდან – ოჯახები პასუხებს წლებია ელოდებიან

აგვისტო 20, 2026
ხანძარი ე.წ. „ოცნების ქალაქში“ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ე.წ. „ოცნების ქალაქში“

აგვისტო 20, 2026
ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან – 7 ოჯახი აცხადებს, რომ ტერიტორია მათ ეკუთვნით _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან – 7 ოჯახი აცხადებს, რომ ტერიტორია მათ ეკუთვნით

აგვისტო 19, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 19, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს eleqtroenergia_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 20, 2026
ახალ ბულვარში დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაშავდა, ერთი ცივი იარაღით დაჭრეს dachra_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ახალ ბულვარში დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაშავდა, ერთი ცივი იარაღით დაჭრეს

აგვისტო 20, 2026
დაკარგულები აჭარიდან – ოჯახები პასუხებს წლებია ელოდებიან dakargulebi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

დაკარგულები აჭარიდან – ოჯახები პასუხებს წლებია ელოდებიან

აგვისტო 20, 2026
ხანძარი ე.წ. „ოცნების ქალაქში“ _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ხანძარი ე.წ. „ოცნების ქალაქში“

აგვისტო 20, 2026
ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან – 7 ოჯახი აცხადებს, რომ ტერიტორია მათ ეკუთვნით _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან – 7 ოჯახი აცხადებს, რომ ტერიტორია მათ ეკუთვნით

აგვისტო 19, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.