Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

დაკარგულები აჭარიდან – ოჯახები პასუხებს წლებია ელოდებიან

აჭარა თაიმსი აგვისტო 20, 2026
dakargulebi_AJARATIMES.GE

დაკარგული ადამიანები, რომელთა კვალიც წლების შემდეგაც ვერ იპოვეს – აჭარაში ეს პრობლემა არაერთ ოჯახს აერთიანებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ 2026 წელს რეგიონში 70 ადამიანი დაკარგულად ითვლება და მათი სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. ბოლო წლების მონაცემებით კი აჭარიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა 100-ს აჭარბებს.

აჭარაში დაკარგული ადამიანების შესახებ ისტორიები ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა მათ ერთი საერთო აქვთ, ოჯახები, რომლებმაც პასუხის მოლოდინი წლების განმავლობაში არ შეწყვიტეს. გაუჩინარებული პირების შესახებ ადგილობრივ მედიაში არაერთი ოჯახის ისტორია გაშუქდა, რომლებიც სამართალდამცავი უწყებებისგან ძიების გაგრძელებას, ახალი გარემოებების შესწავლას ან უკვე ჩატარებული გამოძიების გადახედვას ითხოვენ.


დარეჯან დიასამიძე – გოგონა, რომელიც 13 წლის წინ გაუჩინარდა

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა დარეჯან დიასამიძის გაუჩინარებაა. ის 2013 წლის 7 აგვისტოს სოფელ ახალშენში გაუჩინარდა. გოგონა ბიძის ოჯახიდან საკუთარ სახლში ბრუნდებოდა, თუმცა გზაში მისი კვალი გაქრა. მისი გადაადგილების სავარაუდო მარშრუტი დაახლოებით ერთ კილომეტრს შეადგენდა.

გაუჩინარებიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დარეჯანი ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე შენიშნეს. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ გვიან ღამით ახალგაზრდა გოგონა დაინახეს, თუმცა ვერ დაადასტურეს, ნამდვილად დარეჯანი იყო თუ არა.

საქმეს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დარეჯანის ოჯახის წევრები პერიოდულად საჯაროდ ითხოვდნენ მეტი ინფორმაციის მიწოდებასა და ძიების გაგრძელებას. 2013 წელს ოჯახის წევრები პროკურორსაც შეხვდნენ, თუმცა დარეჯანის დედის განცხადებით, შეხვედრის შემდეგ მათთვის ახალი ინფორმაცია არ გამხდარა ცნობილი.

დარეჯანის გაუჩინარების საქმეზე იმ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ყველა შესაბამისი დანაყოფი იყო მობილიზებული და სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა. წლების შემდეგაც დარეჯანის ოჯახი კვლავ ელოდება პასუხს.


გოგი დოლიძე – 17 წლის ბიჭი, რომელიც სკოლამდე არ მივიდა

2017 წლის დეკემბერში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში 17 წლის გოგი დოლიძე გაუჩინარდა. ოჯახის ინფორმაციით, გოგი 7 დეკემბერს დილით სკოლაში წავიდა, თუმცა სკოლამდე არ მისულა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ქალაქში ჩავიდა და ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა.

გოგის გაუჩინარებამ დიდი საზოგადოებრივი გამოხმაურება გამოიწვია. ოჯახი და ახლობლები საჯაროდ ითხოვდნენ მისი ადგილსამყოფლის დადგენას. გაუჩინარებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ქობულეთში საპროტესტო აქციაც გამართეს და სამართალდამცავ უწყებებს საქმის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდეს.


გიგა გოგიტიძე – ლეღვას მკვიდრი, რომლის კვალიც 2018 წელს დაიკარგა

კიდევ ერთი შემთხვევა უკავშირდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას მკვიდრ გიგა გოგიტიძეს. ოჯახის წევრების თქმით, 1995 წელს დაბადებული გიგა სახლიდან 12 მაისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. საჯაროდ ხელმისაწვდომი მასალების მიხედვით, გიგას ოჯახის ახლობლები ოჯახიდან ოჯახში, სოფლიდან სოფელში კითხულობდნენ დაკარგულ ახალგაზრდას. მედიამ გააშუქა ინფორმაცია. სოციალური ქსელები გიგას ამბავმა მოიცვა, მაგრამ ამ დრომდე უშედეგოდ დასრულდა ყოველი მცდელობა.


კობა ბაკურიძე – ცხრა წელი კითხვის ნიშნების ქვეშ

კობა ბაკურიძის გაუჩინარების საქმე ერთ-ერთია, რომლის ირგვლივაც ოჯახს დღემდე კითხვები აქვს. კობა ბაკურიძე 2017 წლის 3 ივლისს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე სანაპიროზე შენიშნეს. ოჯახის ინფორმაციით, საღამოს დაახლოებით შვიდი საათის შემდეგ მისი კვალი გაქრა. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, კობა ზღვაში შევიდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით მედიასთან საუბრისას მისი ოჯახის წევრები აცხადებდნენ, მათ ამ ვერსიის არ სჯერათ და მიაჩნიათ, რომ საქმეში არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა.


ამ ისტორიების მიღმა კიდევ არაერთი ოჯახია, რომელიც წლების შემდეგაც პასუხს ელოდება. მათ შორისაა გურამ (გურიკა) დადიანიძის ოჯახიც, მისი გაუჩინარებიდან წლების შემდეგ, ამ დღეებში, მისი ადგილსამყოფლის დასადგენად სამძებრო სამუშაოები ხელახლა მიმდინარეობს.

Post navigation

Previous: ხანძარი ე.წ. „ოცნების ქალაქში“
Next: ახალ ბულვარში დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაშავდა, ერთი ცივი იარაღით დაჭრეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

qartuli ocneba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში შეიქმნა – კვლევა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 12, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 12, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 9, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მინისტრების მოთხოვნის მიუხედავად, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის უფროსი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს – ჯუმბერ ბოლქვაძე მუშაობას აგრძელებს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მინისტრების მოთხოვნის მიუხედავად, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის უფროსი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს – ჯუმბერ ბოლქვაძე მუშაობას აგრძელებს

ოქტომბერი 12, 2026
„ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში შეიქმნა – კვლევა qartuli ocneba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში შეიქმნა – კვლევა

ოქტომბერი 12, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 12, 2026
86 წლის მეგოდრე ქობულეთიდან – ხელობა, რომელიც გაქრობის საფრთხის წინაშეა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

86 წლის მეგოდრე ქობულეთიდან – ხელობა, რომელიც გაქრობის საფრთხის წინაშეა

ოქტომბერი 11, 2026
ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად

ოქტომბერი 11, 2026
ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ოქტომბერი 11, 2026
მინისტრების მოთხოვნის მიუხედავად, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის უფროსი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს – ჯუმბერ ბოლქვაძე მუშაობას აგრძელებს _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

მინისტრების მოთხოვნის მიუხედავად, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის უფროსი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს – ჯუმბერ ბოლქვაძე მუშაობას აგრძელებს

ოქტომბერი 12, 2026
„ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში შეიქმნა – კვლევა qartuli ocneba_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

„ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში შეიქმნა – კვლევა

ოქტომბერი 12, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 12, 2026
86 წლის მეგოდრე ქობულეთიდან – ხელობა, რომელიც გაქრობის საფრთხის წინაშეა _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

86 წლის მეგოდრე ქობულეთიდან – ხელობა, რომელიც გაქრობის საფრთხის წინაშეა

ოქტომბერი 11, 2026
ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად

ოქტომბერი 11, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.