Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • უცხოეთი

აშშ “ქართული ოცნების” მინისტრებსა და პარლამენტარებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს

აჭარა თაიმსი დეკემბერი 13, 2024
amerika_AJARATIMES.GE

აშშ-მა სავიზო შეზღუდვები დაუწესა 20 პირს “ქართული ოცნებიდან”, მათ შორის, მინისტრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნებსა და კერძო პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ან მონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში.

ოფიციალურ განცხადებას ხელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი აწერს. იმ პირთა ვინაობა, რომლებსაც სავიზო შეზღუდვა დაუწესდათ, ცნობილი არ არის.

“დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო დამატებითი ზომა ვიზის შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომლითაც ვიზის გაცემა იკრძალება იმ პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ან მონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. დღევანდელი გადაწყვეტილება შეეხება დაახლოებით 20 პირს, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც მსახურობენ მთავრობის მინისტრებად და პარლამენტში, სამართალდამცავი და უსაფრთხოების [ორგანოების] მაღალჩინოსნებსა და კერძო პირებს.

აშშ მკაცრად გმობს ქართული ოცნების განგრძობად, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას ქართველი მოქალაქეების, მათ შორის, აქციის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებათა აქტივისტებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ. ქართულმა ოცნებამ გადაუხვია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რაც ქართველ ხალხს ძლიერ სურს და დასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, დაექვემდებარონ სავიზო შეზღუდვებს.

ჩვენ ვამზადებთ დამატებით ზომებს, მათ შორის, სანქციებს, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის. ქართველ ხალხთან ერთად, ჩვენ გვსურს, ვიხილოთ ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მტკიცედ ინტეგრირებულია. ჩვენ [მიერ მიღებული] დღევანდელი ზომები აჩვენებს ჩვენს ურყევობას და ემატება ადრე მიღებულ ზომებს, რომლებიც ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ 100-ზე მეტ პირსა და მათ ოჯახის წევრებს შეეხო,” – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

Post navigation

Previous: სარფში კლდე ჩამოიშალა
Next: “სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს” – პედაგოგების აქცია ბათუმში

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

mezgvauri, zgva_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ოჯახი მეხუთე დღეა გაუჩინარებულ მეზღვაურს ეძებს

აჭარა თაიმსი ივნისი 1, 2026
_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

„Astoria Grande“ ბათუმში ბრუნდება – წლის ბოლომდე სოჭიდან 10 კრუიზი იგეგმება

აჭარა თაიმსი მაისი 18, 2026
_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სარფში საწვავის ავზში დამალული 104 კილოგრამი კონტრაბანდული თაფლი აღმოაჩინეს

აჭარა თაიმსი მაისი 17, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

ივნისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 12, 2026
სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

ივნისი 12, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“ dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

ივნისი 12, 2026
სროლა ბათუმის ბულვარში – ორი პირი მსუბუქად დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სროლა ბათუმის ბულვარში – ორი პირი მსუბუქად დაშავდა

ივნისი 12, 2026
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ივნისი 11, 2026
„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

ივნისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 12, 2026
სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება _AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

ივნისი 12, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“ dakaveba_ajaratimes.ge 4
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

ივნისი 12, 2026
სროლა ბათუმის ბულვარში – ორი პირი მსუბუქად დაშავდა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

სროლა ბათუმის ბულვარში – ორი პირი მსუბუქად დაშავდა

ივნისი 12, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.