Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • რეკლამა

რა უნდა ვიცოდეთ ვამელანის მიღებამდე — ფიტოპრეპარატის გვერდითი მოვლენები

აჭარა თაიმსი დეკემბერი 29, 2024
1

შფოთვა, ნევროზი, სტრესი, უძილობა… დაძაბული ცხოვრების რიტმისა და სხვა სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გამო, ეს დისკომფორტები 21-ე საუკუნის თანმდევი მოვლენა გახდა. ადამიანები თითქოს მიეჩვივნენ სტრესულ გარემოში ცხოვრებას, ზოგმა სტრესის მართვაც ისწავლა, რაშიც მათ გარკვეული პრეპარატებიც ეხმარება.

ვამელანი — დამამშვიდებელი და სედაციური მოქმედების პრეპარატია, რომელიც ინიშნება ნერვული გადაღლილობის, მომატებული აღგზნებადობის, სტრესის, შფოთვის, ძილის დარღვევების, ნევროზებისა და დეპრესიის დროს.

პრეპარატი მთლიანად მცენარეული შედგენილობისაა და უსაფრთხოა ხანგრძლივი გამოყენებისთვის. თუმცა გამოყენებამდე აუცილებელია მის შესახებ მეტი რამ გავიგოთ:

რა არის ვამელანი და რატომ არის უნიკალური მისი შედგენილობა?

ეს არის კომბინირებული ფიტოპრეპარატი, რომელიც კაფსულების სახით გამოდის და შეიცავს ისეთ სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტებს, როგორებიცაა: ვალერიანი, ბარამბო და პიტნა. სამივე მცენარე უნიკალურია თავისი თვისებებით და კომბინაციაში უნიკალური მოქმედება გააჩნია:

  • ვალერიანის ექსტრაქტს გააჩნია სედაციური თვისებები, რაც ეხმარება ადამიანს ძილის მოწესრიგებაში, ასევე ხსნის დაძაბულობას და გაღიზიანებადობას;
  • პიტნის ექსტრაქტს აქვს სპაზმის მომხსნელი, ნაღველმდენი და კარმინაციული მოქმედება, რაც დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კუნთებზე და ეფექტიანია უძილობის პრობლემის დროს;
  • ვამელანში შემავალ ბარამბოს ეთერზეთს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და კრუნჩხვების საწინააღმდეგო თვისება. გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება და ხელს უწყობს მადის მომატებას.

რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატის მიღებამდე? — დოზები და სიფრთხილის ზომები

12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში (პრეპარატი 12 წლამდე ბავშვებში არ ინიშნება), დამამშვიდებელი მოქმედებისთვის რეკომენდებული დოზაა — 1-2 კაფსულა, 2-3-ჯერ დღე-ღამეში. უძილობის დროს უნდა მიიღოთ 1-2- კაფსულა, ძილის წინ 1-2 საათით ადრე.

მაქსიმალური ეფექტისთვის მკურნალობა უნდა გაგრძელდებს 2 კვირის განმავლობაში. თუ სიმპტომები 2-კვირიანი მკურნალობის შემდეგაც გაგრძელდა ან მდგომარეობა გაუარესდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზებს, რადგან ჭარბი დოზირებისას შესაძლოა განვითარდეს ინტოქსიკაციის ნიშნები: თავბრუსხვევა, გუგების გაფართოება, მუცლის ტკივილი, გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება. ასეთ დროს საჭიროა სიმპტომური თერაპიის ჩატარება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის შესახებ:

არ მიიღოთ ვამელანი ექიმის დანიშნულების გარეშე ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში. ასევე არ შეიძლება პრეპარატის მიღება 12 წლის ასაკამდე.

მკურნალობის დროს, სერიოზული გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი არ არის, თუმცა ძალიან იშვიათად დაფიქსირებულია: ზოგადი სისუსტე, ალერგიული რეაქციები და შეკრულობა (ძირითადად ხანგრძლივი მიღებისას).

პრეპარატი სიფრთხლით უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც ჰასტროეზეოფაგური რეფლუქსია, ნაღველ-კენჭოვანი დაავადება და ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების სხვა დაავადებები აქვთ. მკურნალობის პერიოდში აკრძალულია ალკოჰოლის მიღება, რადგან იგი აძლიერებს პრეპარატის სედაციურ ეფექტს.

Post navigation

Previous: პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლე დატოვა
Next: მიუსაფარი ძაღლები – ბათუმის აქციების ერთგული თანამგზავრები

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

att.mj_ZgCV8oobR88uF7PcxPSwkLzIV6NkkB2e-HRxJQro
  • რეკლამა

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 30, 2026
3
  • რეკლამა

„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში

აჭარა თაიმსი აგვისტო 24, 2026
757954866_1514484037392498_1169193510282557495_n
  • რეკლამა

დამუხტე და დაისვენე – „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა

აჭარა თაიმსი ივლისი 28, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

საკონსტიტუციო სასამართლომ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე პლენუმს გადასცა sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე პლენუმს გადასცა

ოქტომბერი 6, 2026
ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს

ოქტომბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 6, 2026
ბათუმში სახელმწიფო ანსამბლის შენობის კედლები დაბზარულია – „ლელო“ შენობის მდგრადობის შესწავლას ითხოვს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სახელმწიფო ანსამბლის შენობის კედლები დაბზარულია – „ლელო“ შენობის მდგრადობის შესწავლას ითხოვს

ოქტომბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 6, 2026
სარფში 8 კილოგრამამდე ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში 8 კილოგრამამდე ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ოქტომბერი 5, 2026
საკონსტიტუციო სასამართლომ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე პლენუმს გადასცა sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე პლენუმს გადასცა

ოქტომბერი 6, 2026
ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს

ოქტომბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 6, 2026
ბათუმში სახელმწიფო ანსამბლის შენობის კედლები დაბზარულია – „ლელო“ შენობის მდგრადობის შესწავლას ითხოვს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში სახელმწიფო ანსამბლის შენობის კედლები დაბზარულია – „ლელო“ შენობის მდგრადობის შესწავლას ითხოვს

ოქტომბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 6, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.