Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

თორნიკე რიჟვაძემ გადაწყვიტა, იძალადოს ბათუმში მოქალაქეებზე – ირაკლი კუპრაძე

აჭარა თაიმსი იანვარი 13, 2025
_AJARATIMES.GE

მიყუჩებულმა თორნიკე რიჟვაძემ გადაწყვიტა, იძალადოს ბათუმში მოქალაქეებზე, ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კუპრაძის თქმით, კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

„ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი გადავიდა ხელისუფლების მიტაცების უმძიმეს ეტაპზე, სადაც დაიწყო საქართველოს მოქალაქეების დასახიჩრება, დარბევა, უკანონო დაკავება. ჩვენ ვხედავთ, რომ მიყუჩებულმა თორნიკე რიჟვაძემ გადაწყვიტა, იძალადოს ბათუმში მოქალაქეებზე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მასიურად, უკანონოდ, ძალადობრივად დააკავეს ბათუმში სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები, ქალები. ჩვენი კოალიციის ორი ძალიან მნიშვნელოვანი წევრი და ადგილობრივი ლიდერი ამჟამად არის დაკავებული – ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია და „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ლიდერი, ახალგაზრდა პოლიტიკოსი ლუკა ნაცვლიშვილი. ჩვენ მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
პარალელურად, ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ სანქციები იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უკან დაახევინებს ძალადობრივ ხელისუფლებას. თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში თუნდაც, ვერც კი ბედავდა, რომ „ქოცური“ განცხადებები ეკეთებინა, მოუწევს პასუხისმგებლობის აღება. მოუწევს ასევე პასუხისმგებლობის აღება აჭარაში არსებულ ე.წ. ხარებებს – ბატონ ბესელიას და დგებუაძეს, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში ატერორებენ არა მხოლოდ ბათუმის მოქალაქეებს, არამედ ბათუმში მყოფ სამართალდამცველ პირებს. სამართალდამცველებს, რომელთაც აყრილი აქვთ ღირსება ბესელიას და დგებუაძის ხელმძღვანელობით. ფაქტობრივი მოცემულობა კი არის ის, რომ დღეს სამართალდამცავ უწყებებს აჭარაში მართავს თორნიკე რიჟვაძის მამა, დათო რიჟვაძე,“ – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

Post navigation

Previous: „ოცნების“ ძალადობრივი რეჟიმი ჩიხშია – ვიკა ფილფანი
Next: ბათუმის სასამართლოში 12 პირის საქმის განხილვა გაიმართა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ბინიდან 38 580 ევრო-დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარეს – დაკავებულია ერთი პირი

აჭარა თაიმსი ნოემბერი 18, 2026
dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი სამი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 17, 2026
gandagana festivaliAJARATIMES.GE
  • ბათუმი

„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით

აჭარა თაიმსი ნოემბერი 15, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 18, 2026
საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი zroxa,gori,katami_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი

ნოემბერი 18, 2026
ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა – დარღვევაზე ჯარიმა 300 ლარამდეა gamonabolqvi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა – დარღვევაზე ჯარიმა 300 ლარამდეა

ნოემბერი 18, 2026
ბათუმში ბინიდან 38 580 ევრო-დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარეს – დაკავებულია ერთი პირი dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ბინიდან 38 580 ევრო-დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარეს – დაკავებულია ერთი პირი

ნოემბერი 18, 2026
მოუვლელი საზოგადოებრივი ტუალეტები ქობულეთში – მოქალაქეების პრეტენზიები და უპასუხო კითხვები tualeti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

მოუვლელი საზოგადოებრივი ტუალეტები ქობულეთში – მოქალაქეების პრეტენზიები და უპასუხო კითხვები

ნოემბერი 17, 2026
მხარეები ბრალდებებისა და მტკიცებულებების საკითხზე ვერ თანხმდებიან – საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მხარეები ბრალდებებისა და მტკიცებულებების საკითხზე ვერ თანხმდებიან – საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 17, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 18, 2026
საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი zroxa,gori,katami_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის რაოდენობა შემცირდა – საქსტატი

ნოემბერი 18, 2026
ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა – დარღვევაზე ჯარიმა 300 ლარამდეა gamonabolqvi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ავტომობილების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა – დარღვევაზე ჯარიმა 300 ლარამდეა

ნოემბერი 18, 2026
ბათუმში ბინიდან 38 580 ევრო-დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარეს – დაკავებულია ერთი პირი dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ბინიდან 38 580 ევრო-დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარეს – დაკავებულია ერთი პირი

ნოემბერი 18, 2026
მოუვლელი საზოგადოებრივი ტუალეტები ქობულეთში – მოქალაქეების პრეტენზიები და უპასუხო კითხვები tualeti_AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

მოუვლელი საზოგადოებრივი ტუალეტები ქობულეთში – მოქალაქეების პრეტენზიები და უპასუხო კითხვები

ნოემბერი 17, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.