Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • საქართველო

თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას არ ვფლობთ – საია

აჭარა თაიმსი თებერვალი 3, 2025
temur katamadze_AJARATIMES.GE

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ისინი არ ფლობენ ინფორმაციას მოშიმშილე თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დაკავებული თემურ ქათამაძე მე-18 დღეა შიმშილობს და მხოლოდ წყალს იღებს.

ქათამაძე სამტრედიის და თბილისის საქალაქო რაიონული სასამართლოების ბრძანების საფუძველზეა დაკავებული. ორგანიზაციის ცნობით, უცნობია ისიც, კონკრეტულად რა ქმედებები ხორციელდება დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკების თავიდან არიდების მიზნით.

“ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რამდენად ჯეროვნად ხორციელდება სრულ შიმშილობაზე მყოფი დაკავებულის მოვლა და მიმდინარეობს თუ არა მისი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი შესაბამისი სპეციალისტების მიერ სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით. თემურ ქათამაძის სამედიცინო დოკუმენტების შესაბამისი უწყებიდან გამოთხოვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და შეფასების მოთხოვნით საიას ადვოკატმა უკვე მიმართა სახალხო დამცველის აპარატს” – აცხადებენ საიაში.

ორგანიზაცია მოითხოვს, ქათამაძის სამედიცინო დოკუმენტების დაუყოვნებლივ გადაცემას, დაკავებულისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასარიდებლად მუდმივი მონიტორინგის და მკურნალობის განხორციელებას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო თემურ ქათამაძის სააპელაციო საჩივარს, მიმდინარე წლის 3 თებერვალს, 14:00 საათზე, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლო 7 თებერვალს, 15:00 საათზე განიხილავს, რომლებითაც გასაჩივრებულია აღნიშნული პირის დაკავება და მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება.

ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე თემურ ქათამაძე პოლიციამ ორჯერ დააკავა. 16 იანვარს ის თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კი, ხელმეორედ დააკავეს. 18 იანვარს მას 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. 17 იანვარს მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

მედროშე ბაბუ – ბათუმის აქციების სიმბოლო

Post navigation

Previous: საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
Next: ჰაერის ტემპერატურა შესამჩნევად დაიკლებს – მეტეოროლოგი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

xalxi_.ajaratimes.ge
  • საქართველო

როგორ იზრდება აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა, როცა შობადობა იკლებს

აჭარა თაიმსი მაისი 3, 2026
jurnalistebi, media_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს და უსაფრთხო გარემოს მოითხოვს

აჭარა თაიმსი მაისი 3, 2026
sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ სქესის მიხედვით განსხვავებული საპენსიო ასაკის საკითხზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

აჭარა თაიმსი აპრილი 30, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

როგორ იზრდება აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა, როცა შობადობა იკლებს xalxi_.ajaratimes.ge
  • საქართველო

როგორ იზრდება აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა, როცა შობადობა იკლებს

მაისი 3, 2026
ბათუმში სასწრაფო დახმარების მძღოლი ორ ქვეითს შეეჯახა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სასწრაფო დახმარების მძღოლი ორ ქვეითს შეეჯახა

მაისი 3, 2026
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს და უსაფრთხო გარემოს მოითხოვს jurnalistebi, media_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს და უსაფრთხო გარემოს მოითხოვს

მაისი 3, 2026
დინამოების დერბი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

დინამოების დერბი ფრედ დასრულდა

მაისი 3, 2026
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა ორ ქვეითს დაეჯახა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა ორ ქვეითს დაეჯახა

მაისი 2, 2026
ს/კ „ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ს/კ „ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა

მაისი 2, 2026
როგორ იზრდება აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა, როცა შობადობა იკლებს xalxi_.ajaratimes.ge 1
  • საქართველო

როგორ იზრდება აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა, როცა შობადობა იკლებს

მაისი 3, 2026
ბათუმში სასწრაფო დახმარების მძღოლი ორ ქვეითს შეეჯახა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში სასწრაფო დახმარების მძღოლი ორ ქვეითს შეეჯახა

მაისი 3, 2026
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს და უსაფრთხო გარემოს მოითხოვს jurnalistebi, media_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს და უსაფრთხო გარემოს მოითხოვს

მაისი 3, 2026
დინამოების დერბი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

დინამოების დერბი ფრედ დასრულდა

მაისი 3, 2026
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა ორ ქვეითს დაეჯახა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა ორ ქვეითს დაეჯახა

მაისი 2, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.