Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულისთვის 22 პირი დააკავეს, მათ შორის 19 ნარკორეალიზატორია

აჭარა თაიმსი თებერვალი 6, 2025
dakaveba_AJARATIMES.GE

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 პირი დააკავეს, მათ შორის 19 ნარკორეალიზატორია. დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე, რუსეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და თურქეთის მოქალაქეები.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული კ.ი., 1986 წელს დაბადებული ჯ.ნ., 1991 წელს დაბადებული რ.ა., 1997 წელს დაბადებული ე.მ., 1988 წელს დაბადებული პ.მ., 1985 წელს დაბადებული გ.ს., 2001 წელს დაბადებული კ.კ., 2004 წელს დაბადებული ს.ჩ., 1976 წელს დაბადებული მ.ბ., 2002 წელს დაბადებული ს.რ., 1989 წელს დაბადებული ი.კ., 1987 წელს დაბადებული გ.ა., 1991 წელს დაბადებული მ.ა., 1994 წელს დაბადებული ა.ჩ., 1993 წელს დაბადებული რ.ჯ., 1982 წელს დაბადებული რ.ბ.,1999 წელს დაბადებული დ.კ., 1992 წელს დაბადებული გ.მ., 1984 წელს დაბადებული ლ.ა. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე დაკავებულები არიან: 2003 წელს დაბადებული ვ.კ., 1996 წელს დაბადებული ტ.ს., 1998 წელს დაბადებული დ.კ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითაც დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „ამფეტამინი“, „სუბოქსინი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა-პვპ“, „მეთადონი“ და „მარიხუანა“ ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს,” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: დააკავეს ორი პირი, რომლებიც შშმ პირს სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ
Next: მე – დოკუმენტური ამბები სტუდენტებზე

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

koba fartenadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2026
saati_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა

აჭარა თაიმსი აგვისტო 16, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისთვის ინფლუენსერ გიორგი ჯობავას 56 000 ლარს უხდის giorgi jobava_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისთვის ინფლუენსერ გიორგი ჯობავას 56 000 ლარს უხდის

აგვისტო 18, 2026
კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს koba fartenadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

აგვისტო 17, 2026
ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა

აგვისტო 17, 2026
ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი irakli garibashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი

აგვისტო 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალს“ დიდი ანგარიშით მოუგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალს“ დიდი ანგარიშით მოუგო

აგვისტო 17, 2026
„ძლიერი საქართველო-ლელო“ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ძლიერი საქართველო-ლელო“ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

აგვისტო 17, 2026
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისთვის ინფლუენსერ გიორგი ჯობავას 56 000 ლარს უხდის giorgi jobava_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისთვის ინფლუენსერ გიორგი ჯობავას 56 000 ლარს უხდის

აგვისტო 18, 2026
კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს koba fartenadze_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

აგვისტო 17, 2026
ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა

აგვისტო 17, 2026
ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი irakli garibashvili_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი

აგვისტო 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალს“ დიდი ანგარიშით მოუგო _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალს“ დიდი ანგარიშით მოუგო

აგვისტო 17, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.