Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში, ავტოსადგურის ტერიტორიაზე ევკალიპტის მოჭრას აპირებენ? – რას ამბობენ ადგილობრივები და მერიაში

სულხან მესხიძე თებერვალი 14, 2025
_AJARATIMES.GE

“ევკალიპტის ხის მოჭრაზე ნებართვა არ გაცემულა, მათ შორის არც ტოტების გადაბელვაზე,” – გვითხრეს ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაპტური დაგეგმარების სამსახურში.

ბათუმში, ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ხის შესაძლო მოჭრის შესახებ “აჭარა თაიმს” ადგილობრივებმა აცნობეს. მათი თქმით, ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზეზით ევკალიპტის მოჭრაა დაგეგმილი.

 “Მიმდინარეობს რეკონსტრუქცია. Აქ ორი ხე იდგა, რომლებიც მოჭრეს. Ახლა, ბათუმის მარგალიტს, ამ 150 წლის ევკალიპტსაც უპირებენ მოჭრას, რადგან მშენებლობას ხელს უშლის. Ამ ევკალიპტის ხემ გადაიტანა საბჭოთა რეჟიმი. Მან გაუძლო ყველაფერს და საბჭოთა ხელისუფლებამაც კი შეუნარჩუნა იგი. Ნუთუ თავისუფალ საქართველოს არ შეუძლია მისი შენარჩუნება,” – ამბობს ტერიტორიაზე მცხოვრები.

ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაპტური დაგეგმარების სამსახურის ინფორმაციით, ევკალიპტის ხე კერძო ტერიტორიაზეა.

ბათუმში კერძო ტერიტორიაზე ხის მოჭრა რეგულირდება – რა ნებართვები უნდა მიიღოთ

ბათუმში კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხის მოჭრა გარკვეულ რეგულაციებს ექვემდებარება. მიუხედავად იმისა, რომ ხე კერძო პირის საკუთრებაშია, მისი მოჭრის პროცესში შეიძლება საჭირო გახდეს შესაბამისი ნებართვები.

საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიხედვით, კერძო საკუთრებაში მოპოვებული ხის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა. ეს დოკუმენტი სავალდებულოა, თუ მოჭრილი ხის მორის დიამეტრი 12 სანტიმეტრს აღემატება და მისი სიგრძე ერთ მეტრზე მეტია. ასევე, ასეთ მორებს უნდა ჰქონდეს სპეციალური ფირნიშებით მარკირება.

ამასთან, ანალოგიურ თემებზე, წარსულში, ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის განმატებების თანახმად, მერია კერძო ტერიტორიაზე ხეების მოჭრაზე ნებართვებს არ გასცემს და არც მის აკრძალვას ახორციელებს. თუმცა, იმ შემთხვევებში, როდესაც კერძო ტერიტორიაზე მშენებლობა მიმდინარეობს, გამწვანების საკითხი უნდა იყოს გათვალისწინებული.

მიუხედავად იმისა, რომ კერძო პირებს საკუთრებაში არსებული ხეების მოჭრის უფლება აქვთ, სატრანსპორტო და ეკოლოგიური რეგულაციების გამო, მნიშვნელოვანია შესაბამისი ნებართვების მოპოვება, რათა თავიდან იქნას აცილებული სამართლებრივი პრობლემები.

ინფორმაციისთვის: ბათუმში, სევერიანე აჭარელის (ყოფილი მაიაკოვსკის) ქუჩაზე მდებარე ავტოსადგური შეიძინა აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ. მისი კომპანია, “გუმბათი ჰაბი”, ამ ადგილზე ორი 43-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. პროექტი მოიცავს სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს, საზოგადოებრივ სივრცეებსა და მიწისქვეშა ავტოსადგომებს.

Post navigation

Previous: სპორტსმენებმა აჭარიდან მედლები მოიპოვეს
Next: ტრამპის ადმინისტრაციამ უცხოური დახმარებები უნდა აღადგინოს – სასამართლოს გადაწყვეტილება

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

აჭარა თაიმსი ივნისი 25, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

აჭარა თაიმსი ივნისი 24, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო

აჭარა თაიმსი ივნისი 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

ივნისი 25, 2026
„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად _AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

ივნისი 25, 2026
ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს xelvachauri_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს

ივნისი 25, 2026
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია rugby x coca-cola - for social media post
  • რეკლამა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია

ივნისი 25, 2026
ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

ივნისი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 24, 2026
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე mezgvaurebi_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

ივნისი 25, 2026
„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

ივნისი 25, 2026
ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს xelvachauri_AJARATIMES.GE 3
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს

ივნისი 25, 2026
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია rugby x coca-cola - for social media post 4
  • რეკლამა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია

ივნისი 25, 2026
ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

ივნისი 24, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.