
უამინდობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი შეზღუდულ რეჟიმში მუშაობს. უკვე მესამე დღეა, რაც ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი რეისებს ვერ იღებს, ამასთან, ყველა რეისი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ხორციელდება.
დღეს საღამოს, ისრაელის ავიაკომპანია EL Aლ-ის კუთვნილი ხომალდი ბათუმის ნაცვლად, რეისს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შეასრულებს და თელავივში სწორედ ქუთაისიდან გაფრინდება.
აეროპორტების გაერთიანების ცნობით, მიუხედავად დასავლეთ საქართველოში ინტენსიური თოვლისა და უამინდობისა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები შეუფერხებლად მიმდინარეობს.
“სამსახურები დროულად ახორციელებენ მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს, ხოლო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები სპეციალური სითხით მუშავდება. დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება ქუთაისის აეროპორტში უპრობლემოდ ხორციელდება,” – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.