
„დინამო ბათუმმა“ ახალი ფეხბურთელი, 26 წლის ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი მუტირ შაჟია დაიმატა. ინფორმაცია კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ახალგაზრდა ბელგიელი ფეხბურთელი „თოლიებს“ იტალიური „ჩომო 1907“-იდან შეუერთდა. აღნიშნული კლუბი „სერია A“-ში ასპარეზობს.
კარიერის განმავლობაში მუტირ შაჟია თამაშობდა იტალიის, ხორვატიის, ბელგიისა და პორტუგალიის კლუბებში.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე