Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ექიმს არ სცალია, პაციენტი შიმშილობს – ოჯახის მტკიცებით, კლინიკა BMC-ში ბარიატრიული ოპერაცია დაუსაბუთებლად ჭიანურდება

სულხან მესხიძე მაისი 21, 2025
bmc klinika_AJARATIMES.GE

კლინიკა BMC-ში ბარიატრიული ოპერაციის მოლოდინში მოთავსებული პაციენტი უკვე მეექვსე დღეა მკაცრ შიმშილობაზეა, მას მხოლოდ წყლის მიღების უფლება აქვს.

ოჯახის ახლობლები ექიმის მხრიდან უყურადღებობასა და არაჯანსაღ კომუნიკაციაზე მიუთითებენ.

როგორც “აჭარა თაიმსთან” ახლობელი აცხადებს, ოპერაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, რადგან პაციენტი სოციალურად დაუცველია. თანხა სამინისტრომ უკვე გადაიხადა, თუმცა, ოპერაციის ჩატარების ზუსტი დრო ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

„ექვსი დღეა, პაციენტს მხოლოდ წყალს აძლევენ და ამბობენ, რომ ოპერაციას დღეს-ხვალ ჩაუტარებენ. თუმცა, კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. ექიმი მუდმივად ცვლის მიზეზებს – ხან უშუქობას ასახელებს, ხან მოუცლელობას. იმავდროულად, ამ პერიოდში რამდენიმე სხვა პაციენტს ჩაუტარდა ანალოგიური ოპერაცია,“ – ამბობს ოჯახის ახლობელი.

მისივე თქმით, მკურნალი ექიმი ურთიერთობისას ხშირად შეურაცხმყოფელი ტონით საუბრობს, რაც ოჯახის წევრებისთვის დამატებით სტრესს იწვევს.

„ცუდად გვესაუბრება. კონკრეტულ პასუხს ვერ გვაძლევს და თითქოს არც სცალია ჩვენთვის. ვერ ვიგებთ, რატომ ჭიანურდება ოპერაცია, როცა ფინანსური საკითხი გადაწყვეტილია.“

ოჯახი ითხოვს, პაციენტს ოპერაცია უმოკლეს ვადაში ჩაუტარდეს, ხოლო კლინიკის ადმინისტრაციამ დეტალურად განმარტოს შეფერხების მიზეზები.

ჩვენ დავუკავშირდით კლინიკა BMC-ის, კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

განახლება:  მასალის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდა ქალი, რომელმაც თავი პაციენტის შვილად წარგვიდგინა. მისი თქმის თანახმად, სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით ექიმთან, ასევე, კლინიკასთან პრეტენზია არ გააჩნიათ და რომ ინფორმაციის ჩვენთვის შეტყობინება ოჯახთან შეთანხმების გარეშე მოხდა. 

Post navigation

Previous: აკაკი ძნელაძე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა — არაოფიციალურად, საქმეში ფიზიკური დაპირისპირება ფიგურირებს
Next: მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

saati_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა

აჭარა თაიმსი აგვისტო 16, 2026
batumis meriam avtomobili iyida_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 114 800 ლარად ახალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა

აჭარა თაიმსი აგვისტო 16, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 16, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

აგვისტო 16, 2026
ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა saati_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა

აგვისტო 16, 2026
ბათუმის მერიამ 114 800 ლარად ახალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა batumis meriam avtomobili iyida_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 114 800 ლარად ახალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა

აგვისტო 16, 2026
ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

აგვისტო 16, 2026
ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

აგვისტო 16, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აგვისტო 14, 2026
ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

აგვისტო 16, 2026
ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა saati_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა

აგვისტო 16, 2026
ბათუმის მერიამ 114 800 ლარად ახალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა batumis meriam avtomobili iyida_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 114 800 ლარად ახალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა

აგვისტო 16, 2026
ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

აგვისტო 16, 2026
ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

აგვისტო 16, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.