Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ვახტანგ გომელაური გელა გელაძემ ჩაანაცვლა – საკადრო ცვლილებები შსს-ში

აჭარა თაიმსი მაისი 28, 2025
shss ministrebi_AJARATIMES.GE

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილება განხორციელდა — შს მინისტრის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაური გელა გელაძემ ჩაანაცვლა. გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 27 მაისს, ბრიფინგზე “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ განმარტა, გელა გელაძე გამოცდილი და კვალიფიციური იურისტია, რომელიც წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ბოლო წლებში კი გელაძე თავდაცვის მინისტრის მოადგილე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.

„დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს განვითარებას, წინსვლას და ზრუნვას თითოეული პოლიციელის ინტერესებზე. მინდა ბატონ გელას წარმატებები ვუსურვო ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე,“ — აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ გომელაურის წასვლის შესახებ განცხადება შსს-მ გაავრცელა.

„ეს გადაწყვეტილება ჩემთვის იოლი არ იყო. 2011 წლიდან ვიყავი იმ ბრძოლის თანამონაწილე, რომელსაც სათავეში ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა და რომელმაც ჩვენს ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები მოუტანა,“ — წერს შსს.

გომელაურის თქმით, 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსახურობდა მაღალი სახელმწიფო თანამდებობებზე — შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და ვიცე-პრემიერის პოსტებზე.

„დღეს, როცა ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავს მივეცი უფლება და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს საშუალებას, რომ ოჯახს — მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო,“ — აღნიშნა გომელაურმა.

Post navigation

Previous: სულხან მესხიძეზე თავდასხმის ფაქტი მედიის თავისუფლების მსოფლიო რუკაზე აისახა
Next: აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 19, 2026
txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ლევან ურიდია ოქტომბერი 16, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 16, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს gaupatiureba_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ოქტომბერი 19, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 19, 2026
ბათუმში მოძრაობის ახალი სქემების შემუშავება იგეგმება gza,transporti_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ბათუმში მოძრაობის ახალი სქემების შემუშავება იგეგმება

ოქტომბერი 19, 2026
აჭარაში 35 000 დოლარის ღირებულების ყალბი კუპიურები გაასაღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში 35 000 დოლარის ღირებულების ყალბი კუპიურები გაასაღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

ოქტომბერი 19, 2026
ბათუმის მერია ქალაქის საახალწლო გაფორმებისთვის 4 800 000 ლარს დახარჯავს axali weli_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერია ქალაქის საახალწლო გაფორმებისთვის 4 800 000 ლარს დახარჯავს

ოქტომბერი 19, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 18, 2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს gaupatiureba_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ოქტომბერი 19, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 19, 2026
ბათუმში მოძრაობის ახალი სქემების შემუშავება იგეგმება gza,transporti_AJARATIMES.GE (1) 3
  • ბათუმი

ბათუმში მოძრაობის ახალი სქემების შემუშავება იგეგმება

ოქტომბერი 19, 2026
აჭარაში 35 000 დოლარის ღირებულების ყალბი კუპიურები გაასაღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

აჭარაში 35 000 დოლარის ღირებულების ყალბი კუპიურები გაასაღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

ოქტომბერი 19, 2026
ბათუმის მერია ქალაქის საახალწლო გაფორმებისთვის 4 800 000 ლარს დახარჯავს axali weli_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის მერია ქალაქის საახალწლო გაფორმებისთვის 4 800 000 ლარს დახარჯავს

ოქტომბერი 19, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.