ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ხანძრის შედეგად მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. შესაბამისი სამსახურები შემთხვევის გარემოებებს იკვლევენ.


